top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბავშვები და ომი – რა მდგომარეობაში არიან უკრაინელი მცირეწლოვნები

ომი არ ინდობს ყველაზე დაუცველებსაც კი. ბავშვები, რომლებმაც შეძლეს გამოჰქცეოდნენ საბრძოლო მოქმედებებს, იძულებულნი არიან იცხოვრონ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმებით. ისინი საჭიროებენ განკურნებასა და ფეხზე წამოდგომას.

სალელი მონაზონი ანა ზაინჩკოვსკაია, ომამდე კიევში მსახურობდა, ახლა კი პოლონეთშია, სადაც „დამხმარე ღვთისმშობლის სახელობის დების კონგრეგაცია“ აქტიურად ეხმარება დევნილებს. მონაზონი ჰყვება, თუ რა გამოწვევებთან უწევთ გამკლავება მათ, ვინც უკრაინელ ბავშვებთან მუშაობს.


“ბავშვების ცნობიერებაში ომმა სერიოზული ცვლილებები მოახდინა. განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომლებმაც დაბომბვების დროს ახლობლები დაკარგეს – დედები და მამები. ბავშვები ძალიან ნერვულები არიან და საჭიროებენ ფსიქოლოგებისა და სხვა სპეციალისტების დახმარებას, ასევე უბრალო მხარდაჭერას ისევ ბავშვების მხრიდან.


დედებთან ერთად გადახვეწილ ბავშვებს ენატრებათ მამები და ქალებისათვის ეს ხშირად ხდება მიზეზი უკან, სამშობლოში დაბრუნებისა, სადაც მათ ეძლევათ საშუალება ჩაეხუტონ თავიანთ მამებსადა ქმრებს, თუნდაც რამდენიმე საათით.


ბავშვებს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა ახლო მეგობრების დაკარგვამ, ერთიანი ცხოვრების სტილის დარღვევამ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყანაში უსაფრთხოდ არიან, მაინც აქვთ ტრავმული სინდრომები. მაგალითად: ხშირი ისტერიკა, უფროსი ასაკის ბავშვები ითხოვენ დაბრუნებას სამშობლოში მეგობრებთან... ყველას ენატრება საკუთარი სახლი. ენატრებათ ისიც კი, რაც მშვიდობიან პერიოდში, მათთვის ყველაზე არასასურველი იყო, მაგალითად სკოლაში წასვლა და ა.შ.


ბავშვები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ სოციალური ქსელების გამოყენება, კითხულობენ ახალ ამბებს და უფრო ნერვიულები ხდებიან: კარგავენ სურვილს რაიმე ახლის წაკითხვისა, მაგრამ მათთან ინფორმაცია ასე თუ ისე, მაინც მიდის. უფრო მცირეწლოვანიბავშვები დედებმა საინფორმაციო ვაკუუმში მოაქციეს. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თავად ხდებიან ბავშვები სროლებისა და დაბომბვის მომსწრენი. მშობლები ცდილობენ დაიცვან ისინი ახალი ამბების მოსმენისგან, თუმცა მათ ისეც შეუძლიათ გაარჩიონ,რა არის ცუდი და რა – კარგი.


ბავშვები, რომლებიც ორმხრივ დაბომბვაში მოჰყვნენ, შეუძლიათ, რომ შეგეკამათონ კიდეც, თუ ვის უფრო მეტჯერ ესროლეს, მაგრამ ამ საშინელებების გახსენება, თუ რატომ ანგრევენ ცუდი ადამიანებიმათ სახლებს, რატომ ართმევენ დედიკოებს და ა.შ. გონებაში ექნებათ მთელი ცხოვრება.


ამ ბავშვების ნახატებში აისახება მათი ფსიქოლოგიური ტრავმები. მათი ნახატები სავსეა მუქი ჩრდილებითა და საომარი სიმბოლიკებით. ბავშვები, აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებიდან, უარს ამბობენ რუსულ ენაზე ისაუბრონ და შეგნებულად იწყებენ უკრაინულ ენაზე საუბარს.


ეს ბავშები საჭიროებენ სხვადასხვა სახის დახმარებას: ფსიქოლოგიურს, მატერიალურს, სოციალურს, თუმცა ყველაზე მთავარი დახმარება და ბავშვის დამშვიდების საშუალებაა, მისთვის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. როცა სხეული იმის კეთებას იწყებს, რაზეც იყო მიჩვეული, ეს ყველაზე კარგი ფსიქოლოგიური დახმარებაა.რა თქმა უნდა, ბავშვი ასევე უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ, რომ უფროსები დაიცავენ მას და მათთან იქნებიან უსაფრთხოდ. ისტერიაში მყოფი დედა ვერ აგრძნობინებს ბავშვს თავს დაცულად, ამიტომაც ეს არის კომპლექსური მიდგომა.


მინდა ჩამოვთვალო დახმარების რამდენიმე ძირითადი მომენტი, იმ ბავშვებისათვის, რომლებიც საომარი მოქმედებების ტყვეებად იქცნენ:


პირველ რიგში, ეს არის ფიზიკური უსაფრთხოება, საიმედო თავშესაფრები, აუცილებელია ბავშვების გაყვანა ცხელი წერტილებიდან უსაფრთხო რეგიონებში ან სხვა ქვეყნებში.საჭიროა მათი ყოფის მოწესრიგება.


მეორე - ეს არის ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. აუცილებელია მათთან ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება, მათ უნდა ესმოდეთ სიტუაცია. აუცილებელია მათთან, ყველაზე მცირეწლოვნებთანაც კი,ჩავატაროთ შესაბამისი სწავლება თუ როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციებში, ეს არის ცხოვრებისეული მწარე რეალობა, მაგრამ ამით დავეხმარებით გადაირჩინონ თავი.


მოცემულ სიტუაციაში, ეკლესია მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გარდა მატერიალური დახმარებისა. იგი ამ ბავშვებს ეხმარება სულიერად, გაითავისონ უამრავი პრობლემა: ახლობლების დაკარგვა, მიმღებლობა, სიტუაციასთან შეგუება, განცდების მართვა. ასევე ამ ადამიანებს ეკლესია ეხმარება, რომ არ გაიქვაონ გულები.


ომი შობს სიძულვილსა და აგრესიას, თავდაპირველად, მტრების მიმართ, ომის დასრულების შემდეგ კი, ეს ადამიანები იქცევიან ისეთ საზოგადოებად, რომელსაც სჭირდებათ ფეხზე წამოდგომა, სწორედ აქ არის აუცილებელი სიყვარული და კრეატიულობა. ვფიქრობ, რომ ამ თვისებებს შეუნარჩუნებს ეკლესია”, - განაცხადა მონაზონმა, ანა ზაინჩკოვსკაიამ.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page