top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

გაითვალისწინებს თუ არა სააგენტო ეპისკოპოსის წერილს ივლიტის სადავო ეკლესიაზე


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ ახალციხის სოფელ ივლიტაში ,სადავო ეკლესიის ჩამონგრეული სახურავის აღდგენისთვის სამუშაოები სავარაუდოდ, აპრილში დაიწყება.


გაითვალისიწინებს თუ არა სააგენტო კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის, ჯუზეპე პაზოტოს მიერ გაგზავნილ წერილს, სადაც იგი ითხოვს, რომ საქმის კურსში ჩააყენონ სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, უცნობია.


საინფორმაციო პორტალ „სამხრეთის კარიბჭესთან“, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ბექა ბარამიძე ამბობს, რომ უპირატესობა იმ კონფესიას მიენიჭება, რომელიც იურიდიულად ტაძრის მესაკუთრეა. ასეთი კონფესია კი 2012 წლიდან მართლმადიდებელი ეკლესიაა.


„არ გამოვრციხავთ კათოლიკე პირების ინფორმირებას და მათ ჩართულობას, თუმცა ჩვენ უპირატესად ურთიერთობა და კომუნიკაცია გვექნება იმ რელიგიურ კონფესიასთან[მართმადიდებლური ეკლესია] რომლის საკუთრებაშიც იურიდიულად თუ სამართლებლივად ეს უძრავი ნაგებობა არის რეგისტრირებული“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“.


ამავე სააგენტოსთან იგი ამბობს, რომ ადგილზე ძეგლის შესასწავლად მათი წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ.


„ადგილზე იმყოფებოდა ჩვენი წარმომადგენელი, რამაზ კორშია, რომელმაც პირველადი მონაცმებით მოგვაწოდა. როგორც ირკვევა შენობაზე თოვლის ზემოქმედების შედეგად ჩაქცეული სახურავის ზედა ფენილი, ის ამ შემთხვევაში ეყრდნობა ინტერიერის ჭერის ფენილს, რომელიც რეალურად დგას ექვს არსებულ სვეტზე, ინტერიერში ჯერ–ჯერობით დაზიანებები გამოვლენილი არ არის, შესაბამისად სარეაბილიტაციო არის სახურავის ფენილი, რომლის ჩაქცევის მიზეზი გარდა თოვლისა, ამავდროულად გახდა ის, რომ სახურვქვეშა ხის კონსტრუქცია იყო საკმაოდ ამორტიზებული, რაც უხილავი იყო და ამის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ ჰქონდა. ორ დღეში ისევ ჩავა ჩვენი წარმომადგენლი, საპროექტო მონახაზებს შეადგეს, რათა საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდეს შესადგენად და სამუშაოები სავარუდოდ აპრილში, სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდება“, – ამბობს ბექა ბარამიძე.


შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ისტორიულად კათოლიკური ტაძარი, რომელიც ამჟამად მართლმადიდებლების მფლობელობაშია დაზიანდა. მისი ისედაც ავარიული სახურავი დიდთოვლობის გამო სრულიად ჩამოინგრა.


ეკლესია ღვთისმშობლის შობის სახელობისაა და VIII-XX საუკუნეებით თარიღდება. ამჟამად, იგი იმ ექვს სადავო ტაძრს შორისაა, რომლის ისტორიული მესაკუთრეც კათოლიკე ეკელსიაა და მის დაბრუნებას მოითხოვს.

1991 წლიდან ტაძარი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. 1999 წელს კი, აქ მოანგრიეს კათოლიკური საკურთხეველი და მის ქვეშ კათოლიკე მისიონერის საფლავი. ამ დრომდე, ეკლესიაში წირვა–ლოცვას მხოლოდ მართლმადიდებლები აღავლენენ.

ამჟამად, ივლიტის ეკლესიაში, კათოლიკე სასულიერო პირებს მსახურების შესაძლებლობა არ ეძლევათ. შენობის მხოლოდ ერთ კედელზე კათოლიკე ეკელსიის სიმბოლოები და ხატებია დატანილი. კათოლიკე მრევლი კი წირვას ამავე სოფელში სამრევლო სახლში აღავლენს.

აქაური მრევლისთვის წლების განმავლობაში მსახურებას აღავლენდა მამა ზურაბ კაკაჩიშვილი, შემდეგ კი ახალციხის სამრევლოს წინამძღვრები.



თაკო ფეიქრიშვილი

Komentáře


bottom of page