23 აპრილს, საკვირაო წმინდა წირვის შემდეგ, ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის სამრევლოს ბავშვებმა, რომლებიც ამ წელს, დიდმარხვის განმავლობაში“ჯვრის გზაზე”აქტიურად მონაწილეობდნენ, მოძღვარმა მამა მიხეილ სურმავამ წაახალისა და კატეხისტებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა მოუწყო.
“ეს არის ერთი ლამაზი დღე, სადაც ბავშვებს შეუძლიათ იყვნენ ერთად, გაერთონ და იცოდნენ, რომ ნებისმიერი რამის მიმართ ერთგულად მსახურებას, ყოველთვის აქვს თავისი სასიხარულო შედეგი. სამწუხაროდ, ყველა ბავშვმა ვერ შეძლო წამოსვლა, გარკვეული მიზეზების გამო”, - ამბობს კატეხისტი ელზა ჩიტაშვილი.
საკატეხიზაციო ჯგუფის ბავშვებისათვის ერთობლივი გასვლა სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა, რათა სხვა სამრევლო აქტივობებშიც აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.
“მიხარია, რომ დავდიოდი „ჯვრის გზაზე“. დღეს დავსაჩუქრდით და მამა მიშამ პიცაზე დაგვპატიჟა. მიხარია ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნა”, - ამბობს ვალის სამრევლოს საკატეხიზაციო ჯგუფის წევრი თორნიკე ხითარიშვილი.
კიდევ ერთი სამრევლო აქტივობა ბავშვებისათვის 7 მაისისთვის დაიგეგმა.
"ჯვრის გზა" სპეციალური ლოცვაა, რომელიც დიდმარხვის განმავლობაში სრულდება და მორწმუნეებს ახსენებს იესოს გოლგოთამდე ასვლის გზას, 14 შეჩერებით.
შოთა გიქოშვილი
Commenti