top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ეგნატე ლოიოლას წლისადმი მიძღვნილი ვიდეოგზავნილი პაპისგან


ეგნატე ლოიოლას წლისადმი მიძვნილ საეკლესიო წლის გახსნასთან დაკავშირებით, პაპმა ფრანცისკემ ესპანურ ენაზე გაავრცელა ვიდეომიმართვა. მან ხაზი გაუსვა მუდმივი მოქცევის მნიშვნელობას, რომელზეც მივყვებით ქრისტეს.


გზავნილის დასაწყისში, რომის ეპისკოპოსი იხსენებს წმიდა ეგნატეს მოწოდებას, დამბაჩიდან გასროლის შედეგად, შემთხვევით მიყენებულ ჭრილობას, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ახალგარზდა მებრძოლის გეგმები და მთელი სამყაროს ისტორიის მიმართულება, ვინაიდან იმან, რაც წვრილმანებად ეჩვენებოდა, მნიშვნელობა შეიძინა.


„უფალს ჰქონდა თავისი ჩანაფიქრი“, – აღნიშნავს პაპი. "ეს გეგმა იმდენად არ შეეხო ეგნატეს, რამდენადაც სულების დახმარებას. მოქცეული ეგნატე მოხმობილ იქნა გასულიყო სამყაროში ღარიბი და თავმდაბალი იესოს თანხლებით, სულების გამოსასყიდად. თუმცა ადამიანის ღმერთისკენ მოქცევა მუდმივი პროცესია, ყოველდღიური მოგზაურობა.


წმიდა ეგნატე ლოიოლას მოქცევა მიმდინარეობდა მთელი ცხოვრების მანძილზე, დღითიდღე და ქრისტე ცენტრალურ ადგილს იკავებდა მის ცხოვრებაში. იგი ამას შეცნობის მეშვეობით აკეთებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორიენტირი აეღო დახვეულ რთულ გზაზე და მუდამ ხელმძღანელობდა სულიწმინდით, რომელსაც მივყავართ უფლის შესახვედრად.


„მოქცევა არის მოგზაურობა და შეხვედრის ნიშანი“, – აღნიშნავს პაპი – „იგი ყოველთვის ღმერთთან, სხვებთან და სამყაროსთან დიალოგით ხდება. მიწიერ ცხოვრებაში ყოველთვის ვხვდებით სხვა ადამიანებს, ისე, როგორც ეგნატე ლოიოლა. სხვა ადამიანები ნიშანია, რომელიც გვეხმარება არ ავცდეთ კურსს და კვლავ და კვლავ მოქცევის გზით ვიაროთ. ღმერთი გვესაუბრება ძმებისა და ცხოვრებისეული სიტუაციების მეშვეობით, ჩვენ კი ღმერთისაკენ მიმართული გზის მითითებით, სხვებისთვის საგზაო ნიშნები ვხდებით“.


ვიდეომიმართვის ბოლოს, პაპმა ქრისტიანებს უსურვა, რომ წმიდა ეგნატეს საეკლესიო წელიწადი ჭეშმარიტ შთაგონებად იქცეს, რათა გავეშუროთ სამყაროში და დავეხმაროთ სულებს, ქრისტეში ყველაფერი ახლის დანახვით. ამავდროულად, სხვებსაც უნდა მივცეთ საშუალება დაგვეხმარონ, „ვინაიდან, ვერავინ ცხონდება მარტო, არამედ მხოლოდ საკრებულოში, რომელშიც იესო მიგვითითებს გვაჩვენებს ცხონების გზას“.


ინფორმაციისთვის


წმ. ეგნატე ლოიოლა (ასევე ცნობილი როგორც იგნასიო (ინიგო) ლოპეს დე ლოიოლა) დაიბადა 1491 წლის 24 დეკემბერს, და გარდაიცვალა 1556 წლის 31 ივლისს. იგი წარმოშობით ბასკი იყო, იეზუიტთა ორდენის მთავარი დამფუძნებელი და პირველი მამამთავარი. ორდენის წევრებს იეზუიტები ჰქვიათ.


იგნასიო ლოიოლა ასევე ცნობილი იყო როგორც სულიერი ვარჯიშების შემდგენი, იმხანად საყოველთაოდ აღიარებული სულიერი მამა. აქტიურად იბრძოდა პროტესტანტული რეფორმაციის წინააღმდეგ და ხელს უწყობდა შემდგომ კონტრრეფორმაციას.


კათოლიკე ეკლესიამ წმინდანად შერაცხა 1622 წლის 12 მარტს, მისი ხსენების დღეა 31 ივლისი.


წყარო: sib-catholic.ru


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

Kommentare


bottom of page