2023 წლის 13 მარტს, ხორხე მარიო ბერგოლიოს (პაპი ფრანცისკე) პონტიფიკატობის 10 წლისთავზე, გავიხსენოთ, რას ამბობდა პაპი ფრანცისკე სამოციქულო გზავნილში „Evangelii Gaudioum”. ეს არის ეკლესიის სახე, რომელსაც “შეუძლია პირველი ნაბიჯის გადადგმა, არ ეშინია ინიციატივის თავზე აღება, შეუძლია გავიდეს შესახვედრად, ეძიოს შორს მყოფნი და გზაჯვარედინზე შეკრიბოს განდევნილნი. ეს საკრებულო ცხოვრობს გულმოწყალების აღმოჩენის დაუოკებელი წყურვილით, მამისა და მისი ყოვლისმომცველი ძალის უსაზღვრო წყალობით“.
ის, რასაც ფრანცისკე გვთავაზობს არის ქრისტიანული საკრებულოების სახე, რომელიც თავისუფალია თვითრეფერენციალურობის წყლულისგან, იმის გაცნობიერებით, რომ ისინი იქნებიან ჭეშმარიტად მისიონერები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აირეკლავენ უფლის შუქს და არასდროს შეიფერებენ ეგოისტურად სინათლის წყაროს. საკრებულოები, თავისუფალი მარკეტინგისა და პროზელიტიზმისგან, თავისუფალი ნოსტალგიური პესიმიზმისგან. საკრებულოები, როგორც რომის ეპისკოპოსი ამბობს, აგრძელებენ ღვთის უსაზღვრო წყალობას და სხვებისთვის ანარეკლია.
სწორედ „გულმოწყალებაა“ ის სიტყვა, რომელიც ზუსტად აჯამებს პონტიფიკატობის მესამე ხუთწლეულში შებიჯებული არგენტინელი პაპის სწავლებას. გულმოწყალება სახარებაში ქრისტეს უმთავრესი სიტყვაა, რწმუნება იმისა, რომ ყველა დაცემისას გვეხმარებიან წამოდგომაში. გულმოწყალება არის ჩვენი ცვალებადი ეპოქის მისიისათვის უმთავრესი სიტყვა. “სახარების საკრებულო” ვითარდება სხვა ადამიანების ყოველდღიური საქმეებითა და ქცევებით; ამცირებს მანძილს;ითმენს დამცირებას;თუ აუცილებელია,იძენს ადამიანურ სიცოცხლეს ერში. ეს საკრებულო მზადაა მიიღოს, მოუსმინოს, წარუძღვეს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩაერთოს, როგორც იესო თავის მოწაფეებთან ერთად იყო ჩართული, მუხლს იდრეკდა მათ წინაშე და ფეხებს ბანდა. ეს არის მოთმინების საკრებულო, იგი ამტანობისთვის არ საჭიროებს მტრებს, არამედ ზრუნავს თესლზე და სარეველა ბალახის გამო სიმშვიდეს არ კარგავს.
ფრანცისკემ მისი მსახურების პირველი ათი წლის განმავლობაში, ესგზავნილი დაამოწმა. იგიგანასახიერებდა კარდინალობისას მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. კონკლავის საერთო კრებაზე გამოსვლისას თქვა: „რაც შეეხება მომავალ პაპს, ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც, ეფუძნება იესო ქრისტეს ჭვრეტასა და თაყვანისცემას. რომელიც დაეხმარებოდა ეკლესიას გამოვიდეს საკუთარი თავიდან და წავიდესკაცობრიობის ეგზისტენციალურ გარეუბანში, რათა გახდეს ნაყოფიერი დედა ტკბილი და მანუგეშებელი სახარების სიხარულისა.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Коментарі