71 წლის თამარ ნადირაძე არალში ცხოვრობს. გაიზარდა კათოლიკე ოჯახში. ლოცვა ბავშვობაში ძირითადად ბაბომ ასწავლა. ამბობს, რომ გათხოვების შემდეგაც მორწმუნე კათოლიკეების ოჯახში მოხვდა და უფრო მეტად გააქტიურდა, რადგან მეუღლის პაპა საეკლესიო საქმეებში აქტიურად იყო ჩართული.
მაშინ საბჭოთა პერიოდი იყო და ტაძრებში ღვთისმსახურება არ აღევლინებოდა. არ იყო არც მღვდელი, თუმცა არლელი მორწმუნეები მაინც იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ლოცულობდნენ. გარდა ამისა, ტაძარში რამდენიმე თავკაციც იყო, რომელიც შემოწირულობებს იღებდა, თბილისში მიდიოდა და იქიდან ტაძრისთვის საჭირო ხატები და ინვენტარი მოჰქონდა.
ზეიმით აღნიშნავდნენ დღესასწაულებსაც, მღვდლის გარეშე, თავისებურად. რა ტქმა უნდა იგრძნობოდა საბჭოთა ზეწოლა, მაგრამ ამას არ უშინდებოდნენ.
თამარი მთელი ცხოვრებაა ეკლესიურია, ახლაც არლის ტაძარში ერთ–ერთი აქტიური წევრია და ცდილობს თავისი რწმენა თავის შვილიშვილებს გადასცეს.
თაკო ფეიქრიშვილი
Commentaires