კობი ბრაიანტი, მსოფლიო ლეგენდა კალათბურთელი 2020 წლის 26 იანვარს, თავის 13 წლის ქალიშვილთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. Catholic News Agency-ის ინფორმაციით, იგი მორწმუნე კათოლიკე იყო.
ლეგენდარული კობი ბრაიანტი, როგორც მას გულშემატკივრები უწოდებნენ „შავი მამბა“, 20 წელი თამაშობდა ლოსანჯელესისი კლუბში „ლეიკერსი“. მან ამ დროში მოასწრო NBA-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება 5-ჯერ. მან ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ის ეროვნულ ნაკრებში და ასევე გახდა ოლიმპიური მსოფლიო მედალოსანი.
კალათბურთელი კათოლიკურ ოჯახში გაიზარდა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას განაცხადა, რომ სხვადასხვა ცხოვრებისეული კრიზისის გადალახვაში რწმენა, ეკლესია და მღვდლებთან საუბრები დაეხმარა.
მას შემდეგ, რაც კობი ბრაიანს გაუპატიურებაში დაასდეს ბრალი, მან გადალახა ეს კრიზისი და უფრო მორალური წესით ცხოვრება დაიწყო. მას სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და უდანაშაულოდ სცნო. სწორედ ამის შემდეგ, მღდელმა მას ურჩია წინ სვლა გაერგძელებინა. „ღმერთი არ მოგცემს ისეთ ტვირთს, რის ტარებასაც ვერ შეძლებ. ახლა ყველაფერი ღმერთის ხელშია“, - უთხრა მღვდელმა. კალათბურთელმა მიანდო თავისი ცხოვრება ღმერთს. მღვდელთან საუბარმა მის ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა.
კობი ბრაიანტი და მისი მეუღლე ვანესა ბრაიანტი არაერთხელ უნახავთ კალიფორნიის შტატის, ორანჯ-ქაუნთის წმინდა ოჯახის სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვაზე.
მონაზონმა კრისტინა ბალესტერომ თავის ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ბრაიანტი ზიარების რიგში მას ადგილს უთმობს. „მადლობა ღმერთს, რომ თავზე მონაზონის თავსაბურავი მახურავს და ზიარების დროს შევძელი იესო ქრისტეზე კონცენტრირება და არა ამ არანორმალურად ნიჭიერ კალათბურთელზე, რომელსაც მთელი ჩემი სანათესაო აღმერთებს. მან გადაწყვიტა მოქცეულიყო ღმერთისკენ და ამ მოქცევის მადლმა იგი აქცია არაჩვეულებრივ მორწმუნე ადამიანად“, - აღნიშნა მონაზონმა.
კობი ბრაიანტი ფეხბურთის ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო. მისი ფავორიტი ფეხბურთელი რონალდინიო იყო, ხოლო მთელი გულით გულშემატკივრობდა საფეხბურთო კლუბ მილანს.
თარგმანი - შოთა გიქოშვილი
Comments