25 იანვარს, ჩრდილოეთ ესპანეთში, ქალაქ ალხესირასში 25 წლის მაროკოელი, იასინ კაზნა ორ კათოლიკურ ტაძარში შეიჭრა, ერთ-ერთ მათგანში მისი თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა. დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ტაძრის წინამძღვარი.
თავდამსხმელი წმინდა ისიდორეს ტაძარში პირველადდაახლოებით 18:00 საათზე შეიჭრა. იგი მორწმუნეებს ეუბნებოდა, რომ ჭეშმარიტი ღმერთი არ სწამდათ და მოუწოდებდა ისლამი მიეღოთ. ერთ-ერთმა მორწმუნემ სცადა თავდამსხმელს სიტყვიერად შეეწინააღმდეგებოდა, როს შემდეგაც მამაკაცი განრისხებული გარეთ გავიდა.
დაახლოებით 40 წუთში, წმინდა წირვის დასრულების შემდეგ,ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი 25 წლის მაროკოელი კვლავ დაბრუნდა ტაძარში, შესვლისთანავე თავს დაესხა მღვდელს და კისრის არეში ჭრილობა მიაყენა. მორწმუნეების სწრაფი და გონივრული რეაქციის წყალობით,თავდამსხმელი ტაძრიდან გააგდეს და დაჭრილ მღვდელს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ამ დროისათვის,იგი მკურნალობას საავადმყოფოში გადის, მდგომარეობა მძიმეა. მცირედი ჭრილობები მიიღესრამდენიმე მორწმუნემაც.
19:30 საათზე იგივე მაროკოელი თავს დაესხა წმინდა ისიდორესტაძრიდან არც ისე შორს არსებულღვთისმშობლის სახელობის ტაძარს. სადაც მანსაკურთხევლის დაზიანება დაიწყო. მის შეჩერებას შეეცადა ადგილობრივი მსახური, დიეგო ვალენსია, რა დროსაც იგი დანით სასიკვდილოდ დაიჭრა. თავდამსხმელი დარწმუნებული იყო, რომ თავს მღვდელს დაესხა. “წესით ახლა მე უნდა ვიყო მკვდარი”,- თქვა წინამძღვარმა ხუან ხოსემ.
თავდასხმიდან რამდენიმე წუთში, 25 წლის მაროკოელი ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა. გამომძიებლების თქმით,მამაკაცი ეჭვმიტანილი იყო ისლამისტურ ფუნდამენტალისტებთან კავშირში და გარკვეული დროის განმავლობაში მას პოლიცია უთვალთვალებდა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაროკოელ მამაკაცს თავის სამშობლოში დეპორტაცია ან ესპანეთში პატიმრობა ემუქრება.
წყარო: https://pl.aleteia.org/2023/01/26/atak-na-koscioly-w-hiszpanii/
Comments