საფრანგეთში მცხოვრები ქრისტიანები აღშფოთებას გამოთქვამდნენ ოლიმპიადის ორგანიზატორების დამოკიდებულებით, რომლებმაც გახსნის ცერემონიაზე ქრისტიანობის, კერძოდ, “საიდუმლო სერობის” სცენა დაცინვისთვის გამოიყენეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციამ დოკუმენტი გაავრცელა. ეპისკოპოსები მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს მიმართავენ, რომლებიც რწმენის დაცინვის გამო, თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. ეპისკოპოსები ამშვიდებენ მათ, რომ ოლიმპიური თამაშები უფრო მეტია, ვიდრე გახსნის ცერემონიის მონაწილეთა იდეოლოგიური წარმოსახვები.
“პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ორგანიზატორებმა მთელს მსოფლიოს აჩუქეს ამაღელვებელი და საყოველთაოდ აღიარებული სიხარულისა და სილამაზის გასაოცარი მომენტები. სამწუხაროდ, გახსნის ცერემონია შეიცავდა ქრისტიანთა გრძნობების დაცინვის სცენას, რის გამოც ძალიან ვწუხვართ. ჩვენ გვინდა, მათ გაიგონ, რომ თამაშები ბევრად სცილდება რამდენიმე ხელოვანის იდეოლოგიურ წარმოდგენას”. - ნათქვამია ეპისკოპოსთა განცხადებაში.
ეპისკოპოსები აღუთქვამენ სიახლოვეს ქრისტიანებს ყველა კონტინენტზე, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ზოგიერთი ელემენტის გამო.
ფრანგმა ეპისკოპოსებმა ასევე ხაზი გაუსვეს ქრისტიანთა ვალდებულებებს, რათა თამაშები სწორად წარიმართოს: “გასულ კვირას, აღვავლინეთ წმინდა წირვა ოლიმპიური თამაშების გახსნის აღსანიშნავად, რომელსაც ესწრებოდნენ რელიგიის, პოლიტიკისა და სპორტის წარმომადგენლები. გვჯერა, რომ სპორტისა და ოლიმპიური თამაშები, მისი ღირებულებები და პრინციპები ხელს შეუწყობს ერთიანობასა და ძმობას, რომელიც ასე ძალიან სჭირდება სამყაროს, ყველა ადამიანის რწმენის პატივსაცემად“, - ნათქვამია დოკუმენტში.
სრული დოკუმენტი ინგლისურ ენაზე ნახეთ ბმულზე – https://shorturl.at/IKXR2
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Kommentare