top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანის ელჩის ყოფილი მრჩეველი აღმოსავლური ეკლესიების დიკასტერიის მდივნად დაინიშნა

მონსენიორ ფილიპო ჩამპანელი, რომელიც 2000–იან წლებში საქართველოში ვატიკანის ელის ყოფილი მრჩეველი, შემდეგ კი ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც იყო, პაპმა ფრანცისკემ აღმოსავლური ეკლესიების დიკასტერიის მდივნად დანიშნა.

 


მონსენიორ ფილიპო ჩამპანელი, ცოტა ხნის წინ, პაპ ფრანცისკეს აუდიენციების დროს, იგი ტექსტების წაკითხვაში ეხმარებოდა,

 

იგი ამ დრომდე სხვადასხვა ქვეყნის ნუნციატურაში იყო მრჩეველი, შემდგომ კი სახელმწიფო სამდივნოს საერთო საქმეთა განყოფილებას ემსახურებოდა.

 

45 წლის მღვდელმსახური, რომელიც ქალაქ ნოვარადან (იტალია) არის, მღვდლად 2003 წელს ეკურთხა. პაპის სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ, მსახურებას შეუდგა წმინდა საყდრის დიპლომატიურ განყოფილებაში. იგი პაპის ნუნციუსის მრჩევლად მოღვაწეობდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე ბელორუსში.

 

2015 წლიდან მუშაობდა ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს საერთო საქმეთა განყოფილებაში.

 

წყარო: www.acistampa.com


შოთა გიქოშვილი

0 comments

Comentarios


bottom of page