top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

იესოს უწმიდესი გულის დიდღესასწაული

Updated: Jun 15, 2023

ივნისი ცნობილია, როგორც იესოს უწმიდესი გულის თვე. კათოლიკე ეკლესია, სწორედ ამ დროს, ზეიმობს უწმიდესი გულის დღესასწაულს. თარიღი ყოველწლიურად იცვლება, რადგან ის სულთმოფენობის მეორე კვირის პარასკევს აღინიშნება.


არსებობს სხვა მიზეზები, თუ რატომ ეძღვნება ივნისი წმინდა გულს.


დღესასწაული თარიღდება 1673 წლით, როდესაც ფრანგმა მონაზონმა, "მარიამის მონახულების ორდენიდან", წმინდა გულის შესახებ ხილვა ნახა.


იესო გამოეცხადა მონაზონ მარგარეტ მერი ალაკოკს, გაუმხილა მისი წმინდა გულის თაყვანისცემის გზები და აუხსნა კაცობრიობისადმი მისი უკიდეგანო სიყვარული.

გამოცხადებისას, იესოს გულ–მკერდზე ცეცხლი ეკიდა, თავზე კი, ეკლის გვირგვინი ადგა.


რაც შეეხება თაყვანისცემის გზებს, რომელიც იესომ მონაზონს გაუმხილა, იგი ეხებოდა ხუთშაბათობით, თაყვანისცემის წმიდა საათში მონაწილეობასა და ყოველი თვის პირველ პარასკევს ევქარისტიის მიღებას.


იესომ უთხრა და მარგარეტ–მარიამს: „ჩემი წმინდა გული იმდენად ძლიერია კაცთა მიმართ სიყვარულით და განსაკუთრებით, შენდამი, რომ შეუძლებელია მასში არსებული მხურვალე ქველმოქმედების ცეცხლის შეკავება. ის ყველა საშუალებით უნდა გავრცელდეს“.


ეს ხილვები 18 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.


1675 წლის 16 ივნისს, იესომ უთხრა მონაზონ მარგარეტ–მარიამს, მისი წმინდა გულის პატივსაცემად დაეარსებინა დღესასწაული. გარდა ამისა, მან მონაზონს 12 დაპირება დაუტოვა, რომელიც უნდა გადაეცა ყველასთვის, ვინც თაყვანს სცემდა და ერთგული იყო წმინდა გულისა.


მონაზონი მარგარეტ–მარიამი 1690 წელს გარდაიცვალა. 1920 წლის 13 მაისს, იგი პაპმა ბენედიქტ XV-მ წმინდანად შერაცხა.


თავდაპირველად, ვატიკანი ყოყმანობდა წმინდა გულის დღესასწაულის დაარსებას, მაგრამ 1765 წელს საფრანგეთში გამოცხადდა იესოს წმინდა გულის დღესასწაული.


1856 წელს, პაპმა პიუს IX-მ ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაულის მომდევნო პარასკევი მთელი ეკლესიისთვის წმინდა გულის დღესასწაულად გამოაცხადა. მას შემდეგ, ივნისი მიეძღვნა იესოს წმინდა გულს და მის უზომო სიყვარულს ყველა ჩვენგანის მიმართ.


თაკო ფეიქრიშვილი


Comments


bottom of page