top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘იმედით მოგზაურნი’ – ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს სამწყსო წერილი


ნაწილი I

“თავისი ორი უფროსი დის (რწმენისა და სიყვარულის) ხელებზე ჩაჭიდებული, ჩამოკონწიალებული პატარა იმედი წინ მიიწევს. და ორ უფროს დას შორის ისე გამოიყურება, თითქოს მათ მიჰყავთ იგი, როგორც პატარა გოგონა, რომელსაც სიარულის თავი არ აქვს. სინამდვილეში ის არის, ვინც დანარჩენ ორს აიძულებს იარონ“. ასე წარმოიდგინა ფრანგმა პოეტმა შარლ პეგიმ იმედი. მე კი ეს პატარა და, რომელიც რწმენასა და სიყვარულს ამოძრავებს, წარმომიდგენია მსუბუქი ღიმილითა და გულწრფელი, სუფთა და ნდობით სავსე თვალებით, რომლებიც ცხოვრებას შესცქერიან და მასში მარადისობას ხედავენ, მარადისობას, რომელიც არის ღმერთი!


CATHOLIC.GE - საიუბილეო წლის გახნა საქართველოში / 28.12.2024
CATHOLIC.GE - საიუბილეო წლის გახნა საქართველოში / 28.12.2024

ძვირფასო ძმებო და დებო,

პაპმა ფრანცისკემ, 2025 წლის წმინდა იუბილეს გამოცხადებით, ხაზი გაუსვა ერთ–ერთ მთავარ საკითხს, რომელზეც მან მთელი თავისი პონტიფიკატის განმავლობაში, თავიდანვე გაამახვილა ყურადღება. თითქმის ყოველთვის ახალგაზრდების წინაშე დგომისას, მაგრამ არა მხოლოდ, პაპი იმეორებდა: „ნუ დაუშვებთ, რომ იმედი მოგპარონ!“ და იუბილესთვის მან მიუთითა გასავლელი მიმართულება, გვიწოდა რა ჩვენ, ქრისტიანებს „იმედის პილიგრიმები“. ვართ კი ჩვენ იმედის პილიგრიმები? გვსურს თუ არა იმედის პილიგრიმებად ქცევა? დიდი თავმდაბლობით, მაგრამ ასევე დიდი იმედით, ნება მომეცით გამოგიგზავნოთ ეს სამწყსო წერილი და გაგიზიაროთ რამდენიმე ფიქრი, რათა ერთად უფრო ღრმად შევიცნოთ ეს სათნოება.


არ არის ადვილი თქვა „იმედი“! იმედის ქონა აის რთული საქმე ჩუმი და დარცხვენილი ხმით. და ადვილი საქმეა სასოწარკვეთილება და ეს არის დიდი ცდუნება“. ასე დაწერა შარლ პეგიმ პოემაში „საიდუმლოს კარიბჭე“, მეორე ქრისტიანულ სათნოებაზე (1911).

მორწმუნე, მართლაც იცნობს არსებობის სიმწარესა და ისტორიის წინააღმდეგობებს, რადგან ბიბლიური რელიგია არ გვიწვევს რეალობიდან გაქცევისაკენ და მითიურ და მისტიკურ ზეცაში გადაფენისკენ, არამედ ყოველდღიურობის გზებზე სიარულისაკენ. სწორედ ამ სიმწარეებსა თუ ისტორიის წინააღმდეგობებში არიან ისინი, ვინც რეალობას უარყოფს, ვინც მას ეჯახება, ვინც მასთან თანაცხოვრობს და ვინც მასში აზრის პოვნას ცდილობს. საბოლოო ჯამში, ყველაში არის ბედნიერებისაკენ სწრაფვა და სწორედ ამ სწრაფვაზე იბადება მოლოდინები და იმედები.


მივხვდი, რომ ფილოსოფიასაც შეიძლება გაუჭირდეს, როდესაც იმედის თემას ეხება. ზოგიერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ საჭიროა იმედის ილუზიებისგან გათავისუფლება (ანუ იმედი გვატყუებს) იმის საჩვენებლად, რომ იმედი და ბედნიერება შეუთავსებელია. ხალხს იმედი აქვს, რადგან ბედნიერება სურს. ბედნიერებიბს სურვილი აამოქმედებს იმედის ყველა მექანიზმს. მაგრამ როდესაც ჩვენი ყელა სურვილი კმაყოფილდება, მოკლე სიამოვნების შემდეგ, ჩვენ კვლავ უკმაყოფილებისა და მოწყენილობის მდგომარეობაში შევდივართ. არაფერია, რაც ჩვენს სურვილებს სათანადოდ დააკმაყოფილებს. ასე, რომ მორწმუნის ბაგეებზეც კი ჩნდება მეფსალმუნეთა კითხვები: „რატომ, უფალო?...


როდემდე, უფალო, უყურებ? (ფსალმუნი 35) ან იობის აღსარება: „ჩემი დღეები საქსოვი დაზგასავით სწრაფად გარბიან, იმედის ძაფის გარეშე ქრებიან... სად არის ჩემი იმედი? ვინმეს ხომ არ მოუკრავს თვალი ჩემი ბედნიერებისთვის? (7,6; 17,15).


ბიბლიის იმავე სახელის წიგნში ‘ეკლესიასტე’ არის ძვ.წ. III საუკუნის უცნობი ბრძენკაცის სახელი. ეს ბრძენკაცი განილავს ცხოვრებასა და მიწიერ საგნებს ისეთად, როგორიც არის და აღმოაჩენს, რომ ისინი სრულად უუნარონი არიან უპასუხონ გულის მისწრაფებებს. მისი იმედი ვერ სცდება მიწიერ ჰორიზონტს. იგი არ ჩივის მიუღწეველ მიწიერ სიკეთეებზე, მიდის უფრო შორს და თანამედროვე შფოთვით, დისტანციურად უყურებს ამ სიკეთეებს, რათა დაასკვნას, რომ არცერთი მათგანისათვის არ ღირს წუხილი.


ყველაფერი შეუბრალებლად მიემართება სიკვდილისკენ, სადაც პოულობს თვის დასასრულს. რა აზრი აქვს იმედს? შთამბეჭდავია წიგნში დაახლოებით ორმოცჯერ წაკითხვა სიტყვისა hebel, რაც ნიშნავს ქარს, სუნთქვას, კვამლს; ის ითარგმნება როგორც ამაოება: „ყველაფერი ამაოებაა“, ამბობს ეკლესიასტე! ყველაფერი ქარია, სუნთქვაა, კვამლი... ეკლესიასტემ არ იცის მარადიული სიცოცხლე და სიყვარულის გეგმა, რომელიც ქრისტეში გამოცხადდა (ეკლ 2,1–11).


ზოგიერთი დღესაც დარწმუნებით წერს, რომ იმედი შესაძლოა არის ჩვენი უდიდესი სისუსტის წყარო, რადგან მასთან ერთად ვეღარ ვხედავთ რეალობას ისეთს, როგორიც არის.


სწორედ ამ კონკრეტულს და მკაცრ ჰორიზონტზე უნდა დაიწყოს ვალდებულება: იმედის პოვნა მაშინაც კი, როცა უსამართლობის ტრიუმფით გარემოცულნი მივდივართ. ეს არის ის, რასაც მეფსალმუნენი იმეორებენ: „დადუმდი უფლის წინაშე და იმედი გქონდეს მასში; ნუ გაბრაზდები იმაზე, ვისაც წარმატება აქვს, კაცზე, რომელიც ხრიკებს ხლართავს... მე შენი სიტყვის იმედი მაქვს“ (ფს 37,7).


ჩვენი ცხოვრებისათვის ამთავითვე დავსვათ კითხვები: მეც განმიცდია თუ არა შავი პერიოდები, იმედგაცრუება, რამაც მათქმევინა: „იმედი ილუზიაა“? მაგალითად, რამდენჯერ არასწორად გაგვიგია სხვისი ქცევა, მხოლოდ იმედის გამო: „მე იმედი მქონდა, რომ..., მაგრამ...“ ? მართლა არაფერია გარანტირებული? უაზროა იმედი?

 

Comments


bottom of page