24 აპრილს ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს ხელმძღვანელობით, კარდინალთა საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა. ეს ორგანო წმინდა მამამ 2023 წლის 7 მარტს განაახლა.
“დიდი ცხრიანის” შეხვედრაში მონაწილეობდნენ მისი ყოფილი წევრი კარდინალები: ვატიკანის სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინი, შონ პატრიკ ომელი, ოსვალდ გრასიასი და ფრიდოლინ ამბონგო ბეზუნგუ, ასევე ესწრებოდნენ ახალი წევრები, კარდინალები: ვატიკანის საგუბერნიოს ხელმძღვანელი ფერნანდო ვერგეს ალსაგა, ბარსელონას არქიეპისკოპოსი - მიტროპოლიტი, ხუან ხოსე ომელია, ქვებეკის არქიეპისკოპოსი, ჟერალდ ლაკურა, ლუქსემბურგის არქიეპისკოპოსი ჟან-კლოდ ჰოლერიხი, სან-სალვადორის (ბრაზილია ) არქიეპისკოპოსი სერჟიუ როშა. საბჭოს მდივნად რჩება კრესიმას ტიტულარული ეპისკოპოსი, მარკო მელინო.
ვატიკანის “დიდი ცხრიანის” საბჭო პაპმა ფრანცისკემ ქიროგრაფით 2013 წლის 28 სექტემბერს დააარსა და მას დაევალა პაპის დახმარება საყოველთაო ეკლესიის მართვასა და რომის კურიის რეფორმაში.
საბჭოს პირველი შეხვედრა 2013 წლის 1 ოქტომბერს შედგა.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments