კარდინალთა საბჭომ ონლაინ შეხვედრაზე განიხილა ყველაზე მოწყვლადი ადამიანების მხარდაჭერის საკითხი და ასევე, რომის კურიის შესახებ, კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდგომ აუცილებელად შესამუშავებელი სამუშაო მეთოდიკის ტექტსები.
ვატიკანის ბეჭდური მედიის ინფორმაციით, კარდინალთა საბჭოს შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ჩაერთვნენ კარდინალები, ოსკარ როდრიგეს მარადიაგა, რეინხარდ მარკსი, შონ პატრიკ მელი, ოსვალდ გრასიასი და ფრიდოლინ ამბონგუ ბეზუნგუ. ვატიკანიდან მონაწილეობდნენ კარდინალები: პიეტრო პაროლინი, ჯუზეპე ბარტელო და საბჭოს მდივანი მარკო მელინო. წმიდა მამა შეხვედრას თვალყურს ადევნებდა წმიდა მართას სახლიდან.
შეხვედრის დროს, წმიდა მამის მისალმების შემდეგ, განიხილებოდა მიმდინარე საკითხები. მონაწილე კარდინალებმა აღწერეს თავიანთ რეგიონში არსებული პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური და სოციალურის სიტუაცია და ჯანდაცვის სასიკეთოთ წამოწყებული ეკლესიის ინიციატივები, ეკონომიკის აღდგენა და ყველაზე მოწყვლადი ადამიანების დახმარება. შემდეგ კი განიხილეს ახალი, რომის კურისს შესახებ კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდგომ აუცილებელად შესამუშავებელი სამუშაო მეთოდიკის ტექტსები. ამას გარდა, შეეხნენ სამომავლო პერსპექტივებს. მომდევნო შეხვედრა დაიგეგმა ივნისში.
წყარო: www.vaticannews.va
Comments