top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კვლევა: კენტერბერის ტაძრის ვიტრაჟები მსოფლიოში უძველესია


გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც, კანტერბერის (ინგლისი) საკათედრო ტაძრის ზოგიერთი ვიტრაჟი შესაძლოა მსოფლიოში უძველესი იყოს.


ფოტო – BBC

პანელები, სადაც ძველი აღთქმის პერსონაჟებია გამოსახული ხელახლა დათარიღდა, არადესტრუქციული ტექნიკის გამოყენებით. ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება 1100-იანი წლების შუა პერიოდს ეკუთვნოდეს.


ამრიგად, ვიტრაჟები მაშინ იქნებოდა, როდესაც 1170 წელს, კენტერბერის მთავარეპისკოპოსი, თომას ბეკეტი ტაძარში მოკლეს.


როგორც BBC News- სთან ვიტრაჟების კონსერვაციის ხელმძღვანელმა ლეონი სელიგერმა განაცხადა, ეს აღმოჩენა ისტორიულად "უაღრესად მნიშვნელოვანია".


”აქ თითქმის არაფერი იყო დარჩენილი იმ ადრეული შენობის მხატვრული მემკვიდრეობიდან [გარდა] ქვის მოჩუქურთმებისა. აქამდე არ ვიცოდით, რომ ვიტრაჟებიც გვაქვს. გამოდის, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ“, – ამბობს სელიგერი.


მისივე თქმით, იმდენად გაუხარდა ასეთი ახალი აღმოჩენა, რომ "მზად იყო სიხარულისგან ეცეკვა".


"[ვიტრაჟი] თომას ბეკეტის მკვლელობის მომსწრე იქნებოდა, ისინი ნახავდნენ ჰენრი II მუხლებზე წინ დაცემულს, პატიების სათხოვნელად... ისინი მოწმე გახდებოდნენ ასევე ცეცხლის გაჩენისა, რომელმაც 1174 წელს ტაძარი შთანთქა. და შესაბამისად, ეს ვიტრაჟები ბრიტანეთის ისტორიის მოწმეები არიან“.


კენტერბერის მთავარეპისკოპოსი, თომას ბეკეტი საკათედრო ტაძარში ოთხმა რაინდმა მოკლეს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ჰენრი II- ის ბრძანებით მოქმედებდნენ, რადგანაც მეფეს დაპირისპირება ჰქონდა მთავარეპისკოპოსთან. თუმცა, ზოგიერთ ისტორიკოსს ეჭვი ეპარება, რომ თომასის მოსაკლავად ბრძანება ჰენრიმ გასცა. ისინი ფიქრობენ, რომ მეფის სიტყვები არასწორად იქნა განმარტებული.


ხელახალი დათარიღებული პანელები ტაძრის ერთ-ერთ შესასვლელთან არის განთავსებული და ქრისტეს წინაპრების სერიის ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა, რომ ისინი ოსტატმა მე -13 საუკუნეში გააკეთეს.


1980-იან წლებში, ხელოვნების ისტორიკოსი,პროფესორი მედლინ კევინსი ვარაუდობდა, რომ ზოგიერთი პანელი უფრო ადრენდელი იყო, ვიდრე ითვლებოდა, რადგანაცისინი სხვებისგან სტილისტურად განსხვავდებოდნენ. უფრო კონკრეტულად,ამ სერიის ოთხი ვიტრაჟი არა გოთიკური, არამედ უფრო რომანული სტილის უნდა ყოფილიყო და რომ ისინი ხანძრამდე და ტაძრის რეკონსტრუქციამდე გაცილებით ადრე უნდა შექმნილიყო (XI საუკუნემდე). თუმცა XX საუკუნის ტექნოლოგიები არ იძლეოდა იმის საშუალებას, ტაძრის ვიტრაჟების დაუზიანებლად, აღნიშნული ჰიპოთეზა მეცნიერული ანალიზით დაედასტურებინაან უარეყო.


ფოტო – BBC

ეს ეჭვი ახლა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევართა ჯგუფმა დაადასტურა, რომლებმაც „საიდუმლოს“ ამოსახსნელად მოწყობილობა, სახელწოდებით "windolyser" შექმნეს. სპექტრომეტრს შეუძლია განსაზღვროს მინის ქიმიური ნაერთები რენდგენის გამოსხივებით მიღებული ანარეკლით.


ის შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტულ ადგილზე და მინას არ აზიანებს მინას.


არქეოლოგებმა განიხილეს სამი ვიტრაჟი, სადაც გამოსახული არიან მეთუშალაჰი, ხიზკია და ნათანი, კევინესმა სწორედ ნათანის გამოსახულებაზე ივარაუდა, რომ შექმნილია რომანულ სტილში.

მათუშალაჰისა და ხიზკიას გამოსახულებები შექმნილი იყო პრაქტიკულად ერთი და იმავე მინით და ტაძარში დამონტაჟდა ხანძრის რეკონსტრუქციის შემდეგ – 1178–1179 წლებში მათუშალაჰისა და 1213–1220 წლებში ხიზკიას გამოსახულება. სავარაუდოდ, ნათანის გამოსახულება იმავე დროს იქნა დაყენებული, როცა ხიკიასი დაყენდა. თუმცა ნათანის ვიტრაჟი 1130–1160 წლებში შეიქმნა და მისი მინა განსხვავებული მასალით იყო შექმნილი.


მეცნიერთა ვარაუდით, ხანძრის შემდგომ გადარჩენილი ვიტრაჟები მოხსნეს და შეინახეს. მისი განმეორებითი ჩაყენება მოხდა მოგვიანებით, განახლებულ ვიტრაჟებთან ერთად.


ფანჯრის მინების მოხატვის ტრადიცია ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდშიიღებს სათავეს, მაგრამ ვიტრაჟები ასეთი სტილით ანუ ფერადი მინის შედუღებითა და გამდნარი ტყვიით, გოთიკური სტილის განვითარებასთან ერთად შემოვიდა.


ძალიან ცოტაა შემორჩენილი XIIსაუკუნის ბოლომდე არსებული ვიტრაჟები.


ამრიგად, ბოლოდროინდელი გამოკვლევებით ითვლება, რომ ყველაზე ძველი ვიტრაჟები კენტერბერიის საკათედრო ტაძარშია და მას შემდეგ შეიქმნა, რაცხანძარმა ტაძრის დეკორაციები განადგურა. ვიტრაჟები, რომლებზეც ძველი აღთქმის პერსონაჟებიაგამოსახული 1175–1220 წლებით თარიღდება, სწორედ ამ პერიოდში მოხდა ტაძრის ხანძრის შემდგომი აღგენა. 1790 წელს კი ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.


ფოტო – BBC

წყაროები: www.bbc.com


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page