top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კიევის კათოლიკურ ტაძარში ხანძარმა უძველესი ორღანი გაანადგურა



კიევში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის, რომაულ –კათოლიკურ ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ტაძარი კათოლიკეებს 30–იან წლებში ჩამოერთვათ და დღემდე მას საკონცერტო დარბაზად იყენებენ. ცეცხლის შედეგად, პირველ და მეორე სართულზე, განადგურდა ტაძრის შიდა ინტერიერი, დაზიანდა უძველესი ორღანი.


კიევის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება 3 სექტემბერს, საღამოს 21:49 საათზე შევიდა. მეხანძრეების მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ ხანძარი ჯერ პირველ და მეორე სართულებზე გაჩნდა,შემდგომ კი სახურავზეც გავრცელდა.


დაახლოებით ერთ საათში, ხანძრის ლოკალიზება 80 კვადრატულ მეტრზე მოხერხდა, შემდეგ კი ცეცხლი სრულად ჩააქრეს.


ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 16 სახანძრო მანქანა და 80 მეხანძრე– მაშველი.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა და უკრაინის კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლების თანახმად, უძველესი ორღანი სრულად განადგურდა.


„განადგურებულ ნივთებს შორის მხოლოდ ორღანია, რომელიც სრულად ჩაიწვა და ჭაღი, რომელიც ჩამოვარდა საკურთხევლის კიბეებთან. სწორედ ორღანი გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, (რეპეტიციის დროს მოხდა მოკლე ჩართვა)", – წერს საკუთარ Facebook- გვერდზე კიევისა და ჟიტომირის ეპარქიის ეპისკოპოსი ვიტალი კრივიცკი.


აღნიშნულზე გამოძიება დაწყებულია და მისივე თქმით, თავად გააკონტროლებს გამოძიების პროცესს. საგამოძიებო უწყებებთან ერთად, ხანძრის მიზეზებს ადგენს კიევის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც.


როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, წმ. ნიკოლოზის ეკლესია 1909 წელს კიევის რომაულ – კათოლიკური საზოგადოების შემოწირულობით აშენდა. 30-იან წლებში, იგი საწყობად აქციეს, მერე იყო არქივი, შემდეგ კი ორგანული მუსიკის საკონცერტო-დარბაზი.


90 -იანი წლებიდან უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ, რომის კათოლიკური ეკლესია უკრაინის ხელისუფლებას სთხოვს, დაუბრუნოს ეს ეკლესია განახლების მიზნით, რათა დიდმა კათოლიკე მრევლმა შეძლოს აქ წირვების და სხვადასხვა ქრისტიანული რიტუალის ჩატარება. თუმცა ხელისუფლება უარს ამბობს დაბრუნებაზე.


ამ დრომდე, უძველესი ორღანი საკონცერტო ნომრებისთვის გამოიყენებოდა და შენობაც საკონცერტო დარბაზს წარმოადგენდა.


წყარო: kyiv.tsn.ua


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page