top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

„მამობრივ გულს“ - შემოქმედებითად მამაცი მამა


პაპ ფრანცისკეს სამოციქულო გზავნილი „Patris corde“ეძღვნება წმინდა იოსების, საყოველთაო ეკლესიიმფარველად გამოცხადების 150 წლისთავს.


თავი V

შემოქმედებითად მამაცი მამა


თუ განკურნების პირველი სტადია იმაში მდგომარეობს, რომ მივიღოთ საკუთარი ისტორია და ისეთი რაღაცები, რასაც ჩვენ არ ვირჩევთ, მაშინ ამას უნდა დავამატოთ კიდევ ერთი ელემენტი -“შემოქმედებითი სიმამაცე“. ეს კი ვლინდება იმაში, თუ რამდენად ვუმკლავდებით სირთულეებს. სირთულეებს ან უბრალოდ გავურბივართ, ან თავმდაბლად ვღებულობთ მათ. ხანდახან სირთულეები გვაძლევს იმ რესუსრებს, რომლებზეც აქამდე ვერც კი ვიფიქრებდით.


ყრმა იესოს შესახებ მონათხრობის კითხვისას ჩნდება შეკითხვა, თუ რატომ არ მოქმედებდა ღმერთი უფრო პირდაპირ და გასაგებად. მაგრამ ღმერთი მოქმედებს ადამიანებისა და მოვლენების მეშვეობით. იოსები ღმერთმა აირჩია, რათა დაედო დასაბამი ხსნის ისტრიისათვის. იგი იყო ნამდვილი „საოცრება“, რომლის დახმარებითაც ღმერთმა გადაარჩინა ყრმა და დედამისი. ღმერთი მოქმედებდა იოსების შემოქმედებით სიმამაცეზე დაყრდნობით. ბეთლემში, როცა იოსებმა სასტუმრო ვერ იპოვა, მან შეძლებისდაგვარად ბოსელი გარდაქმნა სტუმართმოყვარე სახლად, სადაც იშვა ღვთის ძე. (ლუკ. 2.6-7). იოსები ანგელოზისგან გაფრთხილებული იყო, როცა ჰეროდემ გადაწყვიტა ყრმის მოკვდინება, მან შუაღამეს მოამზადა გაქცევა ეგვიპტეში. (მათ.2.13-14).


ამ ისტორიის ზედაპირულმა წაკითხვამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ სამყაროს მართავს ძლიერი ძალა, მაგრამ სახარების არსი იმაში მდგომარეობს, რომ გვაჩვენოს, მიუხედავად მიწიერი ძალების ამპარტავნებისა და სისასტიკისა, ღმერთი ყოველთვის პოულობს გზას განახორციელოს თავისი მაცხოვნებელი გეგმა. ხანდახან გვეჩვენება, რომ ჩვენ ამ სოფლის ხელისუფალთა ძალაუფლების გავლენის ქვეშ ვართ, მაგრამ სახარება სხვა რამეს გვაჩვენებს. ღმერთი ყოველთვის პოულობს გზას რათა გვიხსნას, თუ რა თქმა უნდა, ჩვენც გამოვიჩენთ ისეთ შემოქმედებით სიმამაცეს როგორც ეს გააკეთა ნაზარეველმა დურგალმა, რომელმაც ღმერთის განგებაზე დაყრდნობით პრობლემა შესაძლებლობად აქცია.


თუ გვეჩვენება, რომ ღმერთი არ გვეხმარება, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ჩვენ მიტოვებულები ვართ. უბრალოდ, ჩვენ მონდობილი გვაქვს, რომ დავგეგმოთ და ვიპოვოთ გადაჭრის შემოქმდებითი გზა.


ზუსტად ასეთი სიმამაცე გამოიჩინეს პარალიზებული ადამიანის მეგობრებმა, რომლებაც იგი ჭერიდან ჩაუშვეს, რათა ის განეკურნა იესოს.(ლუკ.5.17.26). მისი მეგობრებისთვის სირთულეებს ხელი არ შეუშლია, რომ გამოეჩინათ სიმამაცე და სიმტკიცე. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ იესოს შეეძლო მისი განკურნება, ამიტომ დიდძალი ხალხის გამო, რომ ვერ შეიყვანეს კარიდან, საწოლიანად ჩაუშვეს ჭერიდან. იესომ დაინახა რა მათი რწმენა, ავადმყოფს უთხრა: „მოგეტევა შენი ცოდვები“. იესომ აღიარა მათი შემოქმედებითი რწმენა და დაინახა თუ რა ძლიერ სურდათ მეგობრის დახმარება.

სახარება არ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენი ხანი დაჰყვეს ეგვიტეში მარიამმა, იოსებმა და იესომ, მაგრამ ნათელია, რომ მათ სჭირდებოდათ საკვები, სახლი და ცხოვრებისათვის სხვა აუცილებელი პირობები. არა არის რთული წარმოსადგენი თუ რამდენ სირთულეს აწყდებოდნენ ისინი, როგორც სხვა ოჯახები, როგორც ჩვენი ძმები და დები, მიგრანტები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად რისკავენ და მიდიან მიგრაციაში, რათა მშივრები არ დარჩნენ. ამ კავშირიდნ გამომდინარე, მე ვთვლი, რომ წმინდა იოსები არის სამშობლოდან მოწყვეტილთა მფარველი, რომლებიც გაექცნენ ომს, სიძულვილს, დევნასა და სიღატაკეს.


იოსების შესახებ სახარების ყოველი მონათხრობი გვეუბნება, რომ წაიყვანა დედა და ყრმა და ისე მოიქცა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა (მათ. 1.24;2.14.12.). რა თქმა უნდა, იესო და მარიამი, მისი დედა, ჩვენი რწმენის უმთავრესი განძია. ღვთიურ მაცხოვნებელ გეგმაში მარიამი და მისი ძე ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი არიან. მარიამი, რომელიც მისდევდა რწმენის გზას და თვით ჯვრამდე ინარჩუნებდა ძესთან ერთობას.


ჩვენ ყოველთვის უნდა დავუსვათ კითხავ საკუთარ თავს: ვიცავთ კი იესოსა და მარიამს? იმიტომ, რომ ჩვენც საიდუმლო ხერხით მონდობილი გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა მათ დასაცავად. ყოვლისმპყობელი ძე ამ სამყაროში მოვიდა, როგორც ღატაკი. ის საჭიროებს დაცვას, ზრუნვასა და აღზრდას იოსებისგან. ღმერთი მიენდო იოსებს, როგორც მარიამი, რომელმაც მასში აღმოაჩინა ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ დაიცავდა მათ, არამედ იზრუნებდა მათზე და უზრუნველყოფდა მათ ყოფას. არც მეტი არც ნაკლები, იოსები არის ეკლესიის მფარველი, ვინაიდან ეკლესია არის ქრისტეს მისტიური სხეულის ისტორიის გაგრძელება. ეკლესიის დაცვით, იოსები განაგრძობს მარიამისა და იესოს დაცვას. ჩვენც, ჩვენი სიყვარულით ეკლესიისადმი ვაგრძელებთ მარიამისა და იესოს სიყვარულს.


ეს ყრმა მოგვიანებით გვეუბნება: „ის, რაც ერთ ამ მცირეთაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ“ (მათ.25.40). ასე, რომ ყოველი ღარიბი, ხიზანი, პატიმარი, მომავკდავი ადამიანი არის ის ყრმა, რომლის დაცვასაც დღესაც აგძრელებს იოსები. ზუსტად ამიტომ, იოსებს უწოდებენ ღარიბების, მომკვდავების, უბედურების, ტანჯულებისა და უძლურების მფარველს. ამიტომაც ეკლესია ვალდებულია ყურადღება მიაქციოს ამ მცირე ძმებსა და დებს, ვინაიდან იესო თავად ზრუნავდა მათზე და მათნაირი გახდა. ჩვენ წმინდა იოსებისგან უნდა ვისწავლოთ ისეთივე ზრუნვა და პასუხისმგებლობა, ისეთივე სიყვარული მარიამისა და იესოს მიმართ, როგორიც მას გააჩნდა. უნდა გვიყვარდეს საიდუმლოებანი და გულმოწყალება, ეკლესია და ღარიბები, ვინაიდან ყოველი მათგანი რეალურად არის ყრმა იესო და დედამისი.

თარგმანი: შოთა გიქოშვილი

ამავე გზავნილის შესახებ:

Comentarii


bottom of page