გასულ კვირას, ისლამისტთა დაჯგუფება ნიგერიაში თავს დაესხა 3 სოფელს და უმოწყალოდ დახოცეს იქ მცხოვრებლები. მოკლულია 137 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, არიან დაჭრილებიც. საერთოდ, ბოლო 6 დღის განმავლობაში მათ 200 ადამიაზე მეტი დახოცეს. ამისათვის ისლამისტების შემტევი ძალები რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. აქამდე მათ მსგავსი რამ არ ჩაუდენიათ.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ შეიარაღებული ჯიჰადისტები ყველაფერს ესროდნენ, რაც კი მოძრაობდა. განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს ტაჯუნის რეგიონში, რომელიც ესაზღვრება მალის.“ადგილობრივი მოსახლეობა მუდამ ჯიჰადისტთა ტერორისტების სამიზნედ არიან ქცეულნი. თუმცა, აქამდე არასდროს მისულა საქმე მსგავს მასობრივ ბარბაროსობამდე“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა ზაქრია აბდურაჰამანმა და ქვეყნის მასშტაბით სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
სიტუაცია სხვა რეგიონებშიც უარესდება, ჯიჰადისტი ტერორისტები უფრო და უფრო აქტიურდებიან. მამა მაურო არმანინო, რომელიც მსახურობს ბომონაგში, სადაც ორი წლის მანძილზე იტალიელი მისიონერი ჯიჰადისტების მიერ დაპატიმრებული იყო, ინფორმაციას ავრცელებს ახალ სტრატეგიაზე, სადაც ისლამისტებს სურთ ხალხის ტოტალური დაშინება და სოფლებს შორის ყველანარი კავშირის გაწყვეტა. საუბარია ჯიჰადისტების მიერ გზებზე კონტროლის დამყარებაზე: „ხალხს საკუთარ მინდვრებში მიწის დასამუშავებლად წასვლაც კი ეშინია. ნელ-ნელა მთელი ქვეყანა მათ მძევლებად იქცა“, - ამბობს იტალიელი მისიონერი და აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ უსაფრთხოების არარსებობის განცდას ტოვებს, არამედ ურთიერთ სიძულვილსაც. გაეროს კლასიფიკაციის მიხედვით, ნიგერია მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნების სიაშია.
წყარო: www.vaticannews.va
თარგმანი: შოთა გიქოშვილი
Comments