top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ოთხი კათოლიკე მღვდელი მსახურებისთვის სამრევლოს შეიცვლის

ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მოღვაწე ხუთი კათოლიკე მღვდელი სამრევლოს შეიცვლის და 2023 წლის ოქტომბრიდან მსახურებას ახალ ადგილზე შეუდგება.

ცვლილებები შეეხება შემდეგ მღვდელმსახურებს:


მამა ანდრეი გრაჩიკი დატოვებს არლის წინამძღვრის მსახურებას და დაიწყებს გორისა და ბეთლემის სამრევლოების წინამძღვრობას;


მამა დარიუშ კომადოვსკი დატოვებს გორის სამრევლოს და წინამძღვრად იმსახურებს უდე–არლის სამრევლოში;


მამა პაატა ქომოშვილი დატოვებს წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა სამრევლოს და წინამძღვრად იმსახურებს ვალეს სამრევლოში;


მამა მიხეილ სურმავა დატოვებს ვალის სამრევლოს და ვიკარად იმსახურებს წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა სამრევლოსა და კახეთის რეგიონში.


„თითოეული მღვდლის სამწყსო მსახურება მოითხოვს მუდმივ მზაობას, რათა შესაძლებელი იყოს განახლებადი სამწყსო ქმედება, რომელიც აჩვენებს ჩვენი ეკლესიის მუდამ მშვენიერ სახეს. მღვდელი ხორციელდება იმ მისიაში, რომელიც მას ანდეს და ამავე დროს, მუდამ მზადაა შესაძლო ახალი მოხმობისა და დავალებებისათვის. მსურს, მადლობა ვუთხრა ყველა მღვდელს, რომელმაც აჩვენა სანიმუშო მზაობა და გახსნილობა იმ თხოვნის პასუხად, რომელიც შესთავაზა მათ ეპისკოპოსმა, როგორც ახალი მოხმობა ღვთისაგან მათ მოხმობაში“, – წერია ეპისკოპოსის წერილში „სამღვდლო მსახურებისთვის დანიშნულების ახალი ადგილი – 2023“.


წესისამებრ, კათოლიკე ეკლესიაში ყოველ ხუთ წელში ერთხელ, მღვდელი მსახურების ადგილს იცვლის. ეს ეხება იმ მღვდლებს, რომლებიც რომელიმე ორდენს ან კონგრეგაციას არ წარმოადგენენ.


2023 წელს, ცვილიებები ოთხ მღვდელმსახურს შეეხო. „მორწმუნეებს ვთხოვ გამოხატონ გულითადი მადლობა, მღვდლების მიმართ, რომლებიც მსახურების შემდეგ ტოვებენ მათ სამრევლოს და რწმენითა, მზაობითა და გახსნილობით მიიღონ ახალი მწყემსნი“, – წერს ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.


მისივე თქმით, ახალნაკურთხი მღვდელი მამა კონსტანტინე აკოფაშვილი დაბრუნდება რომში, უნივერსიტეტის ბოლო წლის გასავლელად და იცხოვრებს წმინდა კლემენტ რომაელის სამრევლოში.


ცვლილებები დაიწყება ოქტომბრის პირველ რიცხვებში.



Commentaires


bottom of page