top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ოპტიმიზმი და იმედი - ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს სამწყსო წერილი

 

ნაწილი II


იმედს არაფერი აქვს საერთო ოპტიმიზმთან. ეს არ არის რწმენა, რომ რაღაც კარგად წავა, არამედ „დარწმუნებულობა, რომ რაღაცას აზრი აქვს, განურჩევლად იმისა, როგორ დასრულდება“. ეს არის ვაცლავ ჰაველის, ჩეხი ინტელექტუალის სიტყვები.


CATHOLIC.GE - საიუბილეო წლის გახნა საქართველოში / 28.12.2024
CATHOLIC.GE - საიუბილეო წლის გახნა საქართველოში / 28.12.2024

დიახ! იმედი არ არის ოპტიმიზმი, თუმცა მას იყენებს. იმედი არის რეალობის სიყვარული, არის იმის სიყვარული, რაც არის. ის რაც არის რეალური, ასეთია იმიტომ, რომ ეს არის ის, ღმერთი არსებობას ანიჭებს. ამრიგად, იმედი არ არის წინასწარი განწყობა სამყაროს წინააღმდეგ. ამ მიზეზით ქრისტიანებს ყოველთვის მოუწოდებდნენ შეეხედათ სამყაროსთვის ისეთისთვის, როგორიც არის და ყოფილიყვნენ მასში აქტიურები. სამყარო შექმნილია კარგად , მაგრამ ამავდროულად აღბეჭდილი და გამსჭვალულია ცოდვით.


სწორედ ამ მიზეზით ქრისტიანული მიზეზი არ მოითხოვს ოპტიმიზმს, არამედ სიმამაცეს. კერძოდ, სიმამაცე საჭიროა იმედისთვის, რადგან იმისთვის, რომ გვქონდეს იმედი, ნამდვილად გვქონდეს იმედი, დავთანხმდეთ უარის თქმის ილუზიაზე, ცრუ იმედებზე. ყველა ცრუ იმედზე. ეს უარის თქმა შეიძლება განსაკუთრებით მტკივნეული იყოს, მაგრამ არანაკლებ აუცილებელია. ცრუ იმედებზე უარის თქმის გარეშე, სიმამაცის გარეშე, ვერასდროს გადება შესაძლებელი ცვლილება.


პაპი ფრანცისკე წერს: „იმედი არ არის ოპტიმიზმი, არ არის ის უნარი, რომ შევხედოთ საგნებს კარგი სულისკვეთებით და წინ წავიდეთ. არა, ეს არის ოპტიმიზმი, არა იმედი. არც იმედი არის პოზიტიური დამოკიდებულება საგნების მიმართ. ნათელი, პოზიტიური ადამიანები... დიახ, ეს კარგია, რა თქმა უნდა! მაგრამ ეს არ არის იმედი. არ არის ადვილი გაიგო, რა არის იმედი. ამბობენ, რომ ის არის სამი სათნოებიდან ყველაზე თავმდაბალი, რადგან ცხოვრებაში იმალება. რწმენა ჩანს, იგრძნობა, იცი რა არის. მაგრამ რა არის იმედი? რა არის ეს იმედის განწყობა? ცოტა რომ მივუახლოვდეთ შეგვიძლია ვთქვათ, პირველ რიგში, რომ იმედი არის რისკი, არის სარისკო სათნოება, არის სათნოება, როგორც წმიდა პავლე ამბობს, მგზნებარე მოლოდინისა ღვთის ძის გამოცხადებისაკენ. ეს არ არის ილუზია“.


და პაპი განაგრძობს: „ამ აზრით, ‘იმედი არის მცირეთა სათნოება. დიდები, კმაყოფილები არ იცნობენ იმედს; არ იციან რა არის. ეს არიან ისინი, პატარები ღმერთთან ერთად, იესოსთან ერთად, რომლებიც გარდაქმნიან დევნილობის უდაბნოს, სასოწარკვეთილ მარტოობას, ტანჯვას მოსწორებულ გზად, რომელზეც შეგიძლია იარო უფლის დიდების შესახვედრად. და  მივდივართ არსამდე: მივცეთ საშუალება გვასწავლონ იმედი. მივცეთ საშუალება გვასწავლონ იმედი!მოველოდოთ სასოებით უფლის  მოსვლას და როგორი უდაბნოც უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების – და თითოეულმა იცის რომელ უდაბნოში დადის – როგორი უდაბნოც უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება იქცევა აყვავებულ ბაღნარად. იმედი არ ცრუვდება!“ (კატექიზიდან, 2016 წლის 7 დეკემბერი).


Comentarios


bottom of page