top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის წერილი ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს

"ოლიმპიური თამაშები, რომელიც 2024 წელს საფრანგეთში ჩატარდება, მსოფლმხედველობის, ერების, კულტურებისა და რელიგიების წარმომადგენელთა შეხვედრის მიზეზი უნდა გახდეს“, - ნათქვამია წმინდა მამის მიერ, საფრანგეთის კათოლიკეებისადმი გაგზავნილ წერილში.


2024 წელს, ოლიმპიური თამაშები საფრანგეთში გაიმართება. მასში მონაწილეებს პაპმა ფრანცისკემ წერილი გაუგზავნა.


რომის ეპისკოპოსი ფრანგ კათოლიკეებს მოუწოდებს „გახდნენ მოხალისეები” ეკლესიების, სკოლების, სახლებისა და უპირველეს ყოვლისა, გულების კარების გაღებით. „თქვენი უსასყიდლო და გულუხვი მასპინძლობითა და თავის მიძღვნით იქცევით ქრისტეს მოწმეებად, რომელიც თქვენში ცხოვრობს და სიხარულს განიჭებთ.


პაპი ფრანცისკე მადლობას უხდის მორწმუნეებს იმისთვის, რომ სპორტის ამ მშვენიერი დღესასწაულის დროს, ისინი „ხელს შეუწყობენ შშმ პირთა, ღარიბთა და გარიყულთა ინტეგრაციას“.


წერილის ბოლოს, რომის ეპისკოპოსი გამოთქვამს იმედს, რომ მოახლოებული ოლიმპიური თამაშები, შესაძლებლობა იქნება სპორტის საშუალებით ძმობის ჭეშმარიტი იმპულსის ჩვენებისა, რომელიც ასე სჭირდება მსოფლიოს. იგი სამოციქულო კურთხევით აკურთხებს ორგანიზატორებს, მოხალისეებსა და ყველა მონაწილეს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი







Komentar


bottom of page