top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი მონღოლ ბუდისტებს შეხვდა


პირველად ისტორიაში, ვატიკანს მონღოლეთის ბუდისტთა ოფიციალური დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზეზი მონღოლეთში ვატიკანის სამოციქულო პრეფექტურისა და წმინდა საყდართან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი იყო.



სტუმრებთან სიტყვით მიმართვისას, პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ „დღეს, მშვიდობა მწვავე სურვილი კაცობრიობისა, ამიტომ, დიალოგის ყველა დონეზე დამყარებით მსოფლიოში უნდა მოვახდინოთ კულტურის წინა პლანზე წამოწევა და უკუვაგდოთ ძალადობა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ჩვენს ირგვლივ მყოფებთან. სამწუხაროდ, ჩვენს დროში ზოგიერთები ბოროტად იყენებენ რელიგიის სახელს, რითაც ახალისებენ ძალადობისა და სიძულვილის ქმედებებს“, – თქვა წმინდა მამამ.


„იესო და ბუდა აშენებდნენ მშვიდობას და უარყოფდნენ ძალადობას. ღმერთისადმი და მოყვასისადმი სიყვარული, ქრისტეს სწავლებაში ჩადებული მიტევების ლოგიკა, იმ ქრისტესი, რომელიც ცხოვრობდა ძალადობის ეპოქაში და ასწავლიდა, რომ ნამდვილი ბრძოლის ველი, სადაც ადამიანები აწყდებიან ძალადობასა და მშვიდობას ეს არის ადამიანთა გულები.


ომითა და კონფლიქტებით გამოფიტულ სამყაროში, ჩვენ, როგორც, ჩვენი რელიგიური დოქტრინის სიღრმისეულად განსწავლული რელიგიური ლიდერები, ვალდებულნი ვართ გავაღვიოთ ადამიანებში სურვილი, უარი უთხრან ძალადობას და შექმნან მშვიდობის კულტურა.


მონღოლეთში უკვე არსებობს ისტორია ჰარმონიისა რელიგიათაშორისი დიალოგის თვალსაზრისით. წმინდა მამამ შეახსენა სტუმრებს მონღოლეთში კათოლიკე ეკლესიის არსებობის 30 წლის საიუბილეო თარიღის შესახებ და მოუწოდა ორივე მხარეს ძმური დიალოგისაკენ მშვიდობისა და თანხმობის სახელით.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

コメント


bottom of page