პაპ ფრანცისკეს განცხადებით, 27 აგვისტოს ჩაატარებს კონსისტორიუმს, რომლის დროსაც კარდინლის ხარისხში აიყვანს 21 სასულიერო პირს.
მისივე თქმით, 29 და 30 აგვისტოს შეხვდება კარდინალთა სრულ კოლეგიუმს, რათა იმსჯელონ ახალ სამოციქულო კონსტიტუციაზე –
“Preadicate Evangelium”.
“შაბათს, 27 აგვისტოს ჩავატარებ კონსისტორიუმს კანდიდატების კარდინალის ხარისხში აყვანის მიზნით. მოდით ვილოცოთ, რათა ისინი დამეხმარნონ ჩემს, როგორც რომის ეპისკოპოსის მისიაში საღვთო ერის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნა წმინდა მამამ.
დღეისათვის, კადინალთა კოლეგიუმი ითვლის 208 კარდინალს, რომელთაგანაც 117 ხმის უფელბით სარგებლობს, ხოლო 91 არ აქვს უფლება ხმის მიცემაში მონაწილეობისა. 27 აგვისტოდან მათი რიცხვი გაიზრდება და გახდება 229 კარინალი, რომელთაგან 131 ექნება ხმის მიცემის უფლება.
ახლადასახელებული კანდიდატებიდან, 8 კანდიდატი არის ევროპიდან, 6 კანდიდატი აზიიდან, 2 აფრიკიდან, ერთი ჩრდილოეთ ამერიკიდან, ხოლო 4 ცენტრალური და სამხერთ ამერიკიდან.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments