top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს – საუბრობენ ოპერაციაზე



გასულ კვირას პაპი წმინდა წირვას არ უძღვებოდა. საღმრთო მოწყალების კვირა დღეს ლიტურგიაში მონაწილეობა ჯდომით მიიღო და ქადაგებით შემოიფარგლა. მუხლის ტკივილის გამო, ბოლო თვეებში, ნაცრის ოთხშაბათიდან, აღდგომის დღესასწაულამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი დღესასწაულის გაცდენა მოუწია. სამშაბათს მან შეაჩერა დაგეგმილი აქტივობები, მათ შორის კარდინალების საბჭოს სხდომა და დაისვენა ექიმის დანიშნულების მიხედვით.


„ვატიკანში საუბრობენ იმ გარდაუვალ ოპერაციაზე, რომელიც საბოლოოდ მოაგვარებს პაპის პრობლემას მუხლის სახსრის დეგენერაციასთან დაკავშირებით“, – წერს ჯან გვიდო ვეკი, უმსხვილესი იტალიური გაზეთში - Corriere della Serra.


იტალიელი ვატიკანოლოგი იხსენებს, რომ პაპ ფრანცისკეს დიდი ხანია მარჯვენა მუხლის ტკივილი აწუხებს. იგი ძლიერდება და სიარულისას სულ უფრო მეტად რთულდება მდგომარეობა. ექიმებმა პაპსოპერაციის გაკეთება ურჩიეს.


სამედიცინო გამოკვლევების გამო, გასულ კვირაში მან შეამცირა ყოველდღიური საქმიანობა დილის აუდიენციების გაუქმებით, ახლა კი საუბარია მოსალოდნელ ოპერაციაზე, რათა საბოლოოდ მოგვარდეს მისი პრობლემა.


მუხლის სახსრის მძიმე ოსტეოართრიტი იწვევს სასახსრე ხრტილის შეუქცევად დეგენერაციას. ასეთ შემთხვევებში მუხლის პროთეზი კეთდება. ეს ოპერაცია ტარდება შერჩევითი ანესთეზიის ქვეშ და არა ზოგადი, ეპიდურული ან ზურგის ანესთეზიით. მეორე დღეს პაციენტს შეუძლია ადგომა. ჩვეულებრივ, რეაბილიტაციის პროცესი ხანმოკლეა. ვითარება სულ უფრო მეტად რთულდება. მაგალითად, დღევანდელ საერთო აუდიენციაზე პაპი ძლივს და სიფრთხილით გამოვიდა. მას თან ახლდა მამა ლეონარდო საპიენცა, პაპის სახლის პრეფექტურის მმართველი და ხელჩაკიდებულმა მიაცილა სკამამდე.


ჯან გვიდო ვეკი იხსენებს, რომ ფრანცისკე ჩვეულებრივ კოჭლობს, ახლა კი ფეხის პრობლემა მას ძლიერ ტკივილს აყენებს.


“გთხოვთ მაპატიეთ, მინდა მოგესალმოთ ჯდომით, რადგან ეს მუხლი მაწუხებს და დიდხანს ვერ ვიტან ფეხზე დგომას. ვწუხვარ ამის გამო“, - განმარტა წმინდა მამამ დღეს დილით.


წმიდა საყდარში არჩევამდეც კი, პაპს რადიკულიტი აწუხებდა და ორთოპედიულ ფეხსაცმელს სიარულის გასაადვილებლად ატარებდა. წლების განმავლობაში ამას ართროზიც დაემატა.


„წმინდა მამა აქამდე მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებითა და ყინულით ამჯობინებდა თავის მკურნალობას, თავს არიდებდა ქირურგიულ ჩარევას“,– განმარტეს ვატიკანში.


წყარო: deon.pl

შოთა გიქოშვილი
0 comments

Kommentare


bottom of page