top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პოლონეთის პირველი ლედი კამილიელთა ცენტრს ესტუმრა


პოლონეთის პირველი ლედი აგატა კორნჰაუსერი-დუდა, საქართველოში, კამილიელთა სამედიცინო ცენტრს ესტუმრა. დელეგაციის წევრებს შორის იყო სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტის კანცელარიაში ადამ ქვიატკოვსკი.


ვიზიტის ფარგლებში, პირველმა ლედიმ ბავშვთა დღის ცენტრი მოინახულა, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული.


პირველი ლედი ესაუბრა სპეციალისტებსა და ბენეფიციარებს. აღნიშნა ქართველი სპეციალისტების პროფესიონალიზმი და მზაობა გამოთქვა პოლონეთის მხრიდან მაღალი ხარისხის რეაბილიტაციის განვითარების მხარდაჭერისთვის.

აგატა კორნჰაუსერი-დუდამ ყურადღებით მოუსმინა ახალციხეში სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის ამბავს. მან ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური რეაბილიტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სწორი განვითარებისთვის და აღიარა ის წვლილი, რომელიც კამილიელებს დედაქალაქისგან მოშორებულ რეგიონთა, განსაკუთრებით კი ახალციხეში შშმ პირთა რეაბილიტაციაში მიუძღვით.


ვიზიტის შეჯამებისას, პირველმა ლედიმ წმ. იოანე-პავლე მეორის სიტყვები გაიხსენა: "ადამიანი დიდია არა იმის გამო, რას ფლობს, არამედ იმის გამო, ვინც არის; არა იმის გამო, რა აქვს, არამედ იმის გამო, რას უზიარებს სხვებს".




catholic.ge

Comments


bottom of page