top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პროფესიონალური კალათბურთიდან მონაზვნობამდე

იტალიელმა პროფესიონალმა კალათბურთელმა წმინდა კლარას ღარიბი დების მონასტერში სამონაზვნო, სამუდამო აღთქმა დადო. ეს ერთ-ერთი უმკაცრესი ორდენია, რომელიც  სიღარიბის განსაკუთრებული ფორმით გამოირჩევა.



33 წლის ორიანა მილაზომ, რომელიც სიცილიიდანაა, ეროვნული ნაკრების კალათბურთის ფორმა სამონაზვნო შესამოსლით ჩაანაცვლა. მან მიატოვა პროფესიონალური სპორტი და წმინდა ფრანცისკესა და წმინდა კლარას მიერ, 1212 წელს დაარსებულ ერთ-ერთ უმკაცრეს და უღატაკეს ორდენში შევიდა.

 

“ვლოცულობ ღვთის სიყვარულისთვის, რათა მიმიღონ წმინდა კლარას ღარიბი დების ოჯახში; მინდა მივყვე იესო ქრისტეს სიღატაკისა და თავმდაბლობის გზას  და ვიყო ამ ოჯახში ერთ სულად და ერთ გულად”, - ასე ლოცულობდა ორიანა ჯერ კიდევ მაშინ, როცა სპორტული კარიერა მიტოვებული არ ჰქონდა.

 

ორიანა მილაცო  1991 წელს, სიცილიაზე, კალიკატიში დაიბადა. ის და მისი სამი წლით უმცროსი და, ბავშვობიდან სპორტით იყვნენ დაკავებული. თავიდან ორიანა იტალიის სერია A1 - ში თამაშობდა, შემდეგ კი, დასთან ერთად, მოხვდა ნაკრებში, სადაც წარმატებული კალათბურთელები გახდნენ: “ ჩემი მშობლები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ - თავდაპირველaდ სპორტში, შემდეგ კი მონასტრულ ცხოვრებაში. ჩემი ცხოვრებაც სავსე იყო წარმატებებით, სპორტში მივაღწიე ყველაფერს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც მაინც მაკლდა, ჩემში სიცარიელეს ვგრძნობდი”, – დაწერა 2019 წელს, აღთქმების წინ ორიანამ.

 

ორიანა ინტენსიურად ეძებდა საკუთარ გზას. ჯერ აქტიურად მონაწილეობდა გაჭირვებულთა დასახმარებლად, შემდეგ რომში, სამედიცინო სკოლაში ჩაირიცხა და უნდოდა ექიმი გამხდარიყო, რათა ამ პროფესიით წასულიყო მისიაზე: “სწავლა დავიწყე, მაგრამ გულში მქონდა კითხვა, სად იყო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი ჩემი სიკეთის გამოსავლენად?“... და ღმერთმა მის შეკითხვას კონკრეტულად უპასუხა. 2011 წელს, იგი მადრიდში, მსოფლიო ახალგაზრდულ დღეებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა და იქ მიხვდა, რომ მისი ადგილი ამ დედამიწაზე, წმინდა კლარას ღარიბი დების მონასტერია.

 

“ალკამოში ისე დავბრუნდი, როგორც სახლში და დავიწყე ფორმაცია”, –  მან დაასრულა ორწლიანი პოსტულატურა, შემდეგ ერთი წელი ნოვოციატი Città della Pieve - ში და დაბრუნდა უკან ალკამოში, სადაც სამონაზვნო მუდმივი აღთქმა დადო.

“გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სიმშვიდე ვიგრძენი გულში, რომელიც აქამდე შეკითხვებით იყო სავსე. მოვხვდი იქ, სადაც ღმერთი მელოდა. მონასტერში აქტიურად ვმონაწილეობდი წმიდა წირვებში, ასევე ვერთვებოდი  კლარეტინთა ორდენის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საქმიანობებში. სპორტი ჩემთვის უბრალოდ სულიერი და ადამიანურის ზრდის იარაღი იყო”, - ამბობს მონაზონი.

 

მისი ოჯახი და მეგობრები, მათ შორის კალათბურთელი თანაგუნდელები, მას მხარს უჭერდნენ – „ყველას არ ესმოდა ჩემი არჩევანი, მაგრამ ვგრძნობდი მხარდაჭერასა და სიყვარულს, განსაკუთრებით ჩემი ოჯახისგან”.

 

მან სამონაზვნო სახელად აირჩია ორდენის დამაარსებლის, წმინდა კლარას, ასევე  2010 წელს ნეტარად შერაცხული ახალგაზრდას, კიარა ლუჩე ბადანოს სახელები, რომლებიც მას სულიერად მიუძღოდნენ მოწოდების გზაზე. მისი სამონაზვნო სახელი სრულად ასე ჟღერს: “Chiara Luce di Maria dimore della Santissima Trinita”.

 

წმინდა კლარას ღარიბი დების ორდენის მოწოდება, კანონიკურად, 1547 წლიდან იწყება. იქამდე, სანამ ღვთისმშობლის სასწაულებრივ ხატს აღმოაჩენდნენ.  ალკამოში, სიცილიის გარეთ, კლარეტინთა ორდენიდან წარმოიშვა ორი განშტოება: სარდინიაზე – „კეთილი გზის ღვთისმშობლის მონასტერი“ და მადაგასკარზე – წმინდა კლარას მონასტერი. 

 

 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page