ვატიკანის პრესსამსახურის ცნობით, პაპი რომში, ერთ-ერთ ცნობილ საავადმყოფოში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
29 მარტს, პაპი ფრანცისკე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დღის მეორე ნახევარში, წმინდა საყდრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მათეო ბრუნიმ მოკლე განცხადებით მიმართა საზოგადოებას და თქვა, რომ პაპი "ჯემელის სახელობის საავადმყოფოში" გეგმური კვლევების ჩასატარებლად იმყოფება.
დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პაპს გულის პრობლემები ჰქონდა და სწორედ კარდეოლოგიურ გამოკვლევებზე გადაიყვანეს საავადმყოფოში. თუმცა ოფიციალურ ცნობაში ვატიკანი კონკრეტული პრობლემის შესახებ არ საუბრობს.
"ჯემელი" ის საავადმყოფოა, სადაც წმინდა მამას 2021 წლის ივნისში მსხვილი ნაწლავის ბადის ანთების, ანუ დივერტიკულიტის ოპერაცია ჩაუტარდა.
2023 წლის იანვარში, პაპმა Associated Press - თან ინტერვიუსას განაცხადა, რომ დივერტიკულიტი შეუბრუნდა. მიუხედავად ამისა, 86 წლის პაპმა, იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში მოილოცა ჩრდილოეთ სუდანი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სადაც იგი ამბობდა, რომ თავს გაცილებით კარგად გრძნობდა.
“მე, ჩემი ასაკის შესაბამისად, თავს კარად ვგრძნობ”, - განაცხადა პაპმა 24 იანვარს.
გასული წლიდან, პაპს ასევე აქვს მარჯვენა მუხლის პრობლემა, რის გამოც იგი ყავარჯენს იყენებს და ინვალიდის ეტლით გადაადგილდება.
წყარო: www.catholicnewsagency.com
შოთა გიქოშვილი
תגובות