top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

როდის აღინიშნება ნათლისღების დღესასწაული

ნათლისღება კათოლიკე  ეკლესიის ლიტურგიულ კალენდარში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია. იგი იხსენებს იესო ქრისტეს ნათლობას მდინარე იორდანეში.


ნათლისღების ხატი – ქუთაისის კათოლიკური სამრევლო

საიდან მომდინარეობს ნათლისღების დღესასწაული?

 

ნათლისღების დღესასწაული შეგვახსენებს იესო ქრისტეს ნათლობას იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში. ამაზე მოგვითხრობს სახარებებიც: მათე 3:13-17; მარკოზი 1:9-11; ლუკა 3:21-22; იოანე 1:29-34. მიიჩნევა, რომ ამ მოვლენიდან იწყება იესოს საჯარო მსახურება.

 

მდინარე იორდანეში ნათლობა უმნიშვნელოვანესია ქრისტიანული თეოლოგიისთვის, რადგან ის წარმოგვიდგენს იესოს, როგორც მესიას და ღვთის ძეს, რომელზეც სულიწმიდა გადმოდის მტრედის სახით და ზეციური ხმა ამბობს: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე” (მარკ. 1: 11).

 

პირველ ქრისტიანულ ეკლესიაში იესოს ნათლისღების დღესასწაული  აღინიშნებოდა სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად, რომლებიც დაკავშირებული იყო მისი ღვთაებრიობის გაცხადებასთან. ასეთებია:  მოგვების თაყვანისცემა და პირველი სასწაული გალილეის კანაში. ეს სამივე აღნიშვნა ერთიანდებოდა, როგორც უფლის გაცხადების (ეპიფანია) დღესასწაულის ნაწილი.

 

დროთა განმავლობაში, დასავლეთის ეკლესიამ ცალკეულ დღესასწაულად გამოყო ნათლისღება, რომელიც ეძღვნებოდა მხოლოდ უფლის ნათლობას, რათა ხაზი გაესვა მისი მნიშვნელობისათვის.

 

როდის ვზეიმობთ ნათლისღების დღესასწაულს?

 

ნათლისღების კვირა დღე არის მოძრავი დღესასწაული და ვზეიმობთ უფლის გაცხადების (6 იანვარი) მომდევნო კვირას. ეს კი, პრაქტიკაში ნიშვანს იმას, რომ დღესასწაული უწევს 7 - 13 იანვრის კვირაში.

2023 წელს კათოლიკე ეკლესიამ ნათლისღების დღესასწაული 8 იანვარს აღნიშნა, 2024 წელს – 7 იანვარს, 2025 წელს კი, 12 იანვარს აღინიშნება.

 

ნათლისღების დღესასწაული ასრულებს შობის ჟამს და დღესასწაულის მომდევნო დღიდან ეკლესია უკვე  ლიტურგიული კალენდრის რიგით ჟამში გადადის.

 

ბევრ ქვეყანაში, სადაც უფლის გაცხადების დღესასწაული კვირა დღესაა გადატანილი, ნათლისღებას ორშაბათს ზეიმობენ. აღნიშნული პრაქტიკა გამოწვეულია ლიტურგიული კალენდრის ადგილობრივ ტრადიციებთან და პირობებთან ადაპტირების აუცილებლობით.

 

რატომ ვზეიმობთ იესო ქრისტეს ნათლისღებას?

 

იესო ქრისტეს მდინარე იორდანეში ნათლობას ღრმა სიმბოლური დატვირთა აქვს. პირველ რიგში, იესო გამოხატავს სოლიდარობას ცოდვილების მიმართ, იმის მიუხედავად, რომ მას ცოდვა არ ჰქონია. იგი შედის მდინარე იორდანეში და ამით წმინდად ჰყოფს წყალს ანუ ეს არის მომზადება ნათლობის საიდუმლოსთვის, რომელიც ქრისტიანული ცხოვრების საფუძველია. ასევე არის უწმინდესი სამების გაცხადება, იესო ხაზს უსვამს სამსახოვანი ღვთისადმი: მამის, ძისა და სულიწმინდისადმი რწმენის საიდუმლოს. 

 

მორწმუნეებისთვის ნათლისღების დღესასწაული არის შესაძლებლობა დაფიქრებისა საკუთარ ნათლობაზე და მისგან წარმოშობილ ვალდებულებებზე. ის გვახსენებს, რომ ნათლობის მეშვეობით ჩვენ ვხდებით ეკლესიის წევრები, ვხდებით ღვთის შვილები და ვიღებთ სახარების ქადაგების მისიას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

სავალდებულოა თუ არა ნათლისღების დღესასწაულზე წმიდა წირვაში მონაწილეობა?

 

ნათლისღების კვირა დღე, არის ლიტურგიული კალენდრის კვირა დღე, რაც მორწმუნეს ავალდებულებს წმიდა წირვაში მონაწილეობას, როგორც ყოველ კვირა დღეს. ამას გვეუბნება უფლის მესამე მცნება: “კვირა და უქმე დაიცავი”, ასევე კათოლიკე ეკლესიის კანონიკური სამართლის დებულება (კან. 1247).

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page