top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საეკლესიო ქონების განკარგვა – მონასტრების პასუხისმგებლობა



რომში მიმდინარეობს სიმპოზიუმი, სახელწოდებით “ქარიზმა და შემოქმედებითობა”. იგი მონასტრებში არსებული ქონების – კულტურული მემკვიდრეობის კატალოგიზაციას, მართვასადა ინოვაციურ პროექტებს ეხება.


შეხვედრის მონაწილეებთან სიტყვით მიმართვისას პაპმა ფრანცისკემ, „რიცხვთა წიგნიდან“ ციტირება მოიყვანა და აღნიშნა, რომ „უდაბნოს ხანგრძლივი გზის გავლით, ისრაელიანებმა შეიცნე საღვთო რჯული, რომლის უმთავრესი დევიზიც არის ღმერთისა და მოყვასის სიყვარული. ბიბლიურ გამოცხადებაში დიდი ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ სხვადასხვა წმინდა და საკულტო მსახურებასთან დაკავშირებულ საგნებს. ის არის ღვთის მყოფობის სიმბოლო და ღვთის რჩეული ერის გამორჩეული ნიშანი. „რიცხვთა წიგნში“ ამ ნივთების აღწერამ, შესაძლოა შთაგონების წყაროდ იქცეს სიმპოზიუმისა, რომელიც საეკლესიო ქონებას ეძღვნება“, – აღნიშნავს პაპი ფრანცისკე და შეახსენებს სიმპოზიუმის მონაწილეებს, რომ ეკლესია აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას საკუთარი სიკეთეების დაცვასადა მათ განკარგვაზე. „ამავდროულად, ბერ–მონაზვნები თავისი ავტონომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, განკარგავენ თავიანთ ქონებას ეკლესიის სახელით და საერთო სიკეთეების წარმოჩენისათვის“.


რომში მიმდინარე სიმპოზიუმი ორიენტირებულია საეკლესიო, ისტორიულ და კულტურულ ფასეულობებზე, რომლებიც ინახება მონასტრებში. აქ საუბარია არქივებზე, წიგნებზე, ნივთებზე, ფერწერულ ნამუშევრებზე და ასევე სხვა უძრავ ქონებაზე.


„დღეს, ყველა ეს სიკეთე იძენს განსაკუთრებულ ფასეულობას. უპირველეს ყოვლისა, ისინი გადასცემენ რელიგიურ, სულიერ და კულტურულ უწყებას, რომ სამონასტრო ინსტიტუტები მჭიდრო კავშირშია ისტორიასთან, სულიერებასთან და საკუთარი საკრებულოების ტრადიციებთან“, – აღნიშნა წმინდა მამამ.


სიტყვით გამოსვლისას, პაპმა დიდი ყურადღება დაუთმო უკვე გამოუსადეგარი ქონების ხელახლა გადამუშავებას: „ეს შეიძლება მოხდეს მონასტრების რაოდენობის შემცირების გამო და აუცილებლობის შემთხვევაში რესურსების მიღების გამო, ყველაზე მოწყვლადი დებისა და ძმების დახმარებისა და მოვლისათვის, ასევე ქონების მართვისა და შენახვის საკითხებში სწრაფად ცვალებადი საკანონმდებლო სიახლეებისა და სირთულეების გამო. ამ კუთხით არ შეიძლება აჩქარება. აქ აუცილებელია წინდახედული და შორსმჭვრეტელი მიდგომა, სადაც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ასპექტი. უპირველეს ყოვლისა, ეს აუცილებელია იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ინსტიტუტებში არაპრინციპული პირების ჩართა, რამაც შეიძლება მორწმუნეები მიიყვანოს ცდუნებამდე“, – ხაზი გაუსვა პაპმა.


წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი


Comments


bottom of page