გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პაპმა ფრანცისკემ პირად აუდიენციაზე მიიღო “Green and Blue Festival”- ის მონაწილეები.
წმინდა მამამ მონაწილეებს შეახსენა, რომ ეს დღე 1972 წლიდან აღინიშნება, იმ დროიდან, როდესაც სტოკჰოლმში გაეროს მსხვილი კონფერენცია გაიმართა, გარემოს დაცვის პრობლემებთან დაკავშირებით. პაპმა ხაზი გაუსვა ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს – უახლესი ტექნოლოგიებიდან მსოფლიო მოვლენებამდე. ასევე ისაუბრა პანდემიაზე და თქვა, რომ ამ ცვლილებამ ადამიანები ერთმანეთთან დააახლოვა, მაგრამ არ დააძმობილა. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ გაიზარდა გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ყურადღება. ერთ-ერთი მათგანია კლიმატის ცვლილება. უფრო მეტი ყურადღება დაეთმო პლანეტის გარიყულ და მოწყვლად მოსახლეობას. პაპის თქმით, გარემოს დაცვა - არის სამართლიანობისა და სოლიდარობის საკითხი.
„ჩვენი სამყარო უკვე იმდენად ურთიერთდამოკიდებული გახდა, რომ არ შეიძლება მისი ქვეყნების მიხედვით ბლოკებად დაყოფა, რომლებიც იზოლირებულად ან შვეულად წინ წასწევენ მხოლოდ საკუთარ ინტერესებს. სამყაროს სჭირდება კურსის შეცვლა, გადამწყვეტი ცვლილება გამოყენებისა და წარმოების ამჟამინდელ მოდელზე გადასვლა. ზრუნვა ქმნილებასა და მოყვასზე მოითხოვს, როგორც პიროვნულ, ისე კოლექტიურ მოქცევას“, - აღნიშნა წმინდა მამამ და საზოგადოებას მოუწოდა "მზრუნველობის კულტურის პოპულარიზაციისაკენ, რომლის ცენტრშიც დგას ადამიანის ღირსება და საერთო სიკეთე“.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Commentaires