top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საქართველოში, კათოლიკე სასულიერო პირების უმრავლესობა (83%) ვაქცინირებულია

Updated: Aug 11, 2021



საქართველოში მოღვაწე, ლათინური წესის კათოლიკე მღვდლების, მონაზვნებისა და დიაკვების უმრავლესობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.


10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში მყოფი 47 სასულიერო პირიდან, 35–ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს.


ერთ–ერთი პირველი, ვინც აიცრა საქართველოს კათოლიკე ეკელსიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო იყო: „მე არ შემიძლია ვინმეს ვაიძულო ვაქცინის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მღვდლისთვის ეს აუცილებელია, რადგან ის არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, არამედ სხვებზეც“, – ამბობს ეპისკოპოსი.


ამჟამად ეპისკოპოსი სრულად ვაქცინირებულია, მან ვაქცინის ორივე დოზა საქართველოში გაიკეთა.


სასულიერო პირთა ნაწილი ვაქცინის პირველი დოზაზეა რეგისტრირებული, ნაწილი მეორე დოზას ელოდება, ნაწილი კი სრულად ვაქცინირებულია.


უკვე ვაქცინირებულია:


კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, ვატიკანის ელჩი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური და წმიდა საყდრის სადესპანოს დიპლომატიური მრჩეველი.


თბილისის საკრებულოებში მოღვაწე ორი მღვდელი;


დასავლეთ საქართველოს საკრებულოებში მოღვაწე ყველა მღვდელი;


მესხეთის საკრებულოებში მოღვაწე ორი მღვდელი;


გორისა და ბეთლემის ადმინისტრატორი;


კამილიელთა ორდენის ერთი მღვდელი და ერთი ძმა;


სოხუმის საკრებულოს წინამძღვარი;


დიაკვანი მესხეთიდან;


პირველი დოზისთვის რეგისტრირებულია ხიზაბავრა–ვარგავის წინამძღვარი, დიკვნები: მესხეთიდან, ქუთაისიდან და კამილიელთა ორდენიდან;


ვაქცინა გაიკეთეს მონაზვნებმა: სალეზიანელთა, კამილიელთა, ბენედიქტელთა ორდენებიდან, ასევე წმინდა იოსების მცირე ქალიშვილების, დედა ტერეზას დების, წმ. ელიზაბეტას დებისა და წმინდა ნინოს დების კონგრეგაციებიდან.


კათოლიკე სასულიერო პირთა უმრავლესობამ ვაქცინა მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.


ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 2021 წლის 13 იანვარს გაიკეთეს პაპმა ფრანცისკემ და ემერიტუსმა პაპმა ბენედიქტე XVI–მ.



Catholic.ge - მასალის გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ, დაიცვათ საავტორო უფლებები

catholic.ge

Comments


bottom of page