top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საქართველოში მოღვაწე პოლონელი მღვდლები დაჯილდოვდნენ



საქართველოში მოღვაწე სამი პოლონელი მღვდელი, პოლონეთის პრეზიდენტისგან დაჯილდოვდა. საქველმოქმედო მსახურებისათვის ორმა მათგანმა ოქროს ჯვარი, ერთმა კი სპეციალური ორდენი მიიღო.


2021 წლის 19 დეკემბერს, თბილისში, პოლონეთის საელჩოში საქართველოში მცხოვრები პოლონელების შეხვედრა გაიმართა. მსგავსი საღამო ტრადიციულად, ყოველ წელს, შობის წინ იმართება.


შეხვედრაზე საქართველოში მოღვაწე კამილიელი მღვდლები, მამა ზიგმუნდ ნიეჯვეჯი და მამა პავლე დილი, ასევე სალელი მღვდელი მამა ვიტოლდ შულჩინკი დაჯილდოვდნენ.


სნეულებთან და უპოვრებთან უსასყიდლო მოღვაწეობისა და ამგვარად, ქართულ–პოლონური მეგობრობის უფრო გაღრმავებისათვის მამა ზიგმუნდ ნიეჯვეჯი პოლონეთის პრეზიდენტისგან ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.


ასევე საქველმოქმედო დარგში ოქროს ჯვარი გადაეცა სალელ მამა ვიტოლდ შულჩინკსაც.


მამა პავლე დილი კი, პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სპეციალური ორდენით დაჯილდოვდა.


„მე მივიღე ორდენი პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით. ეს ორდერი მივიღე ყველა ადამიანს სახელით, ვინც „კამილიელებთან“ ერთად მოღვაწეობს სნეულებათა მსახურებაში“, – ამბობს მამა პავლე დილი.


სასულიერო პირების გარდა, პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ორი ადამიანი დააჯილდოვა.


საელჩოში გამართულ შეხვედრას საქართველოში მცხოვრები ყველა პოლონელი კათოლიკე მღვდელი და მონაზონი ესწრებოდა.





თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page