2023 წლის 5 ნოემბერს, აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში კათოლიკური ეკლესიის დღესასწაული აღინიშნა. საზეიმო წმ. წირვა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის თბილისიდან სოხუმში ჩავიდა. მასთან ერთად სოხუმს ესტუმრა მამა ანდრეი გრაჩიკიც.
"დღეს აღვავლინე წირვა საკრებულოს დღესასწაულისთვის. ჩემთან ერთად იყვნენ სამრევლოს წინამძღვარი მამა იეჟი პილუსი, მამა ანდრეი გრაჩიკი და მამა დანიელ მისლენცევი ყირიმიდან. ლიტურგიას ასევე დაესწრო ლუთერანული ეკლესიის პასტორი მიხეილი. წირვის შემდეგ მრევლთან ერთად, ტაძრის ეზოში გვქონდა აღაპე. სასიამოვნო მეგობრული დრო გავატარეთ სასიამოვნო ამინდთან ერთად", – ამბობს ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.
სოხუმის კათოლიკური ტაძარი წმ. სიმონ კანანელის სახელობისაა. იგი 1908 წელს სოხუმში კათოლიკეებმა ააგეს (დღევანდელი აბაზინის ქ. #65 ა). მან ბოლო დრომდე მოატანა და 2015 წელს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.
სოხუმის ტაძრის შესახებ ვრცლად იხილეთ catholic.ge–ს მასალა – სოხუმის კათოლიკური ტაძრის დღესასწაული
catholic.ge
Comments