top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უნწაში კათოლიკეებს სამლოცველო დააცლევინეს – ამ შენობაში მერია კულტურის ცენტრს გახსნის

უკვე ერთი წელია ადიგენის სოფელ უნწაში კათოლიკური წირვები აღარ ტარდება. შენობა, სადაც ლიტურგიები აღევლინებოდა, ადიგენის მერიის მოთხოვნით სამრევლომ დაცალა. მიზეზად, მისი რეაბილიტაცია და კულტურის ცენტრად გადაქცევა სახელდებოდა.


14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, საქართველოში კათოლიკე ეკლესია უნწის საკრებულოს დღეობას აღნიშნავდა. სწორედ ჯვართამაღლების სახელზე იყო ნაკურთხი შენობა, სადაც წლების განმავლობაში კათოლიკური წირვა აღევლინებოდა.

2006 წელს, უნწაში მცხოვრებმა კათოლიკეებმა, მღვდელ იეჟი შიმეროვსკის მიმართეს თხოვნით, რომ სოფელში მათთვის ჩატარებულიყო ლიტურგიები. მაშინდელი თვითმმართველობის თანხმობით, კათოლიკე სამრევლოს დროებით სარგებლობაში გადაეცა მცირე შენობა. ზუსტად 15 წლის განმავლობაში აქ კათოლიკეები აღავლებდნენ წმ. წირვებს.


2021 წელს, უნწის წინამძღვრის, მამა ანდრეი გრაჩიკისა და ვიკარის, მამა ბექა ჩილინგარაშვილის ინიციატივით, სამრევლოში დაიწყო ორატორიუმები ბავშვებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებისათვის ტარდებოდა სხვადასხვა აქტივობა, გასართობი ღონისძიებები, სწავლობდნენ ხელსაქმეს... ორატორიუმის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში, ადიგენის მერიამ კათოლიკე ეკლესიას მიმართა, რათა დაეცალათ შენობა, სადაც წმ. წირვები ტარდებოდა.


„სამლოცველო შენობაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით, სასწრაფოდ დაგვაცლევინეს შენობა. მერიის მხრიდან ამის მიზეზად სახელდებოდა ის, რომ ამ შენობას სასწრაფოდ უნდა ჩატარებოდა რესტავრაცია, რათა სოფელს ჰქონოდა კულტურის ცენტრი. გვითხრეს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჩვენ გველოდებოდა, რომ დაგვეცალა შენობა და იმავე დღეს დაიწყებდნენ სარესტავრაციო სამუშაოებს. ხოლო რესტავრაციის შემდეგ, ისევ დაგვითმობდნენ პატარა ფართს სამლოცველოსათვის, რაც სამწუხაროდ, სიცრუე აღმოჩნდა“, – ამბობს სოფელ უნწის ვიკარი, მამა ბექა ჩილინგარაშვილი.


მისივე თქმით, შენობა კათოლიკე ეკლესიამ უკვე ერთი წელია დაცა, მაგრამ სარემონტო სამუშაოები იქ ჯერ არ დაწყებულა: „ეს შენობაარათუ გაარემონტეს, არამედ აღარცკი ახსოვთდა უყურადღებობითინგრევა“, – ამბობს მღვდელი.


შენობის დაცლიდან დღემდე კათოლიკე ეკლესიამ ადიგენის მერიას რამდენჯერმე მიმართა, უნწაში ალტერნატიული ფართის გამოყოფისთვის, თუმცა ამ დრომდე კათოლიკეებს წირვის ჩასატარებელი ადგილი არ აქვთ.


ეკლესიაში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ იმედით ელოდებიან ფართს, სადაც შეეძლებათ ლიტურგიების აღვლენა. მიუხედავად ყველაფრისა, უნწაში მცხოვრები კათოლიკეები სულიერად მაინც აღნიშნავენ დღესასწაულს.


ორატორიუმი

თაკო ფეიქრიშვილი

コメント


bottom of page