top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქართველი კათოლიკე სემინარიელი სტიგმელთა კონგრეგაციაში შევიდა

ქართველმა კათოლიკე სემინარიელმა ილია შაბაშვილმა სტიგმელთა კონგრეგაციაში შესვლა ითხოვა.



მას სპეციალური თანხმობა და კონგრეგაციაში შესვლის სიმბოლური ნიშანი – ჯვარი, ეპისკოპოსის ვიკარიუსმა, მამა გაბრიელე ბრაგანტინიმ გადასცა.


ილია შაბაშვილი, ყაზახეთის კათოლიკური სემინარიის III კურსის სტუდენტია. იგი სემინარიაში სწავლას ჩვეულებრივად განაგრძობს, თუმცა ამიერიდან მისი საქმიანობა სტიგმელ მამათა მისიის შესაბამისად წარიმართება. კონგრეგაციაში შესვლის თხოვნა ბერობისაკენ ერთი ნაბიჯია. ილია შაბაშვილი პოსტულანტი გახდა, ანუ პირი, რომელმაც სამონაზვნო ორდენში მიღება ითხოვა და გარკვეული დროის განმავლობაში სპეციალურ მომზადებას გაივლის.


საქართველოში სტიგმელი მამები 1994 წელს ჩამოვიდნენ. ისინი ძირითადად დასაველთ საქართველოში მოღვაწეობენ. სტიმელთა კონგრეგაციას ეკუთვნიან: ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო; ქუთაისის სამრევლოს მოძღვარი მამა ლუიჯი მანტოვანი; დასავლეთ საქართველოს დეკანი, ქუთაისისა და ბათუმის წინამძღვარი მამა გაბრიელე ბრაგანტინი; ჭიათურისა და ახალშენის წინამძღვარი მამა დანიელე ჯაკომელი.


ფოტოები – გიორგი ლომიძე



თაკო ფეიქრიშვილი


Comentários


bottom of page