top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქრისტიანული მუსიკის პირველი ფესტივალი სან–რემოში ჩატარდება


3–5 თებერვალს იტალიის ქალაქ სან–რემოში, რომელიც ცნობილია, როგორც ყვავილების ქალაქი, ქრისტიანული მუსიკის პირველი ფესტივალი Sanremo 2022 ჩატარდება. ამ ფესტივალის მედია მხარდამჭერები „ვატიკანის რადიო“და პორტალი „ვატიკან ნიუსი“ იქნებიან.



აღნიშნულის შესახებ, „ვატიკან ნიუსისა“ და „ვატიკანის რადიოს“რედაქტორმა, მასიმილიანო მენიკეტიმ განაცხადა: “ჩვენ მოხარულნი ვართ შევუერთდეთ ამ ღონისძიებას მუსიკისა და ყვავილების ქალაქში. სან–რემოს ახლა უკვე შეუძლია თავის მაყურებელსა და მსმენელებს მუსიკალური ესტაფეტის გადაცემით, იტალიური მუსიკის ისტორიული ფესტივალითა და ქრისტიანული სიმღერის სამდღეულით უფრო მეტი შესთავაზოს.


მუსიკალური ნოტები პონტიფიკალური რადიოს ერთ–ერთი საყრდენია ლიტურგიული, სიახლეების, ინფორმაციისა და ქრისტიანული რჩევების გვერდით. ჩვენი მიზანია მსოფლიოს მივუტანოთ იმედი, კეთილი უწყება და წმინდა მამის ხმა. არავინ არასდროს დარჩენილა მარტოსულად და ეს ასევე ნოტების სითბოს დამსახურებაცაა“, – განაცხადა რედაქტორმა.


მან ასევე შეახსენა საზოგადოებას, რომ პანდემიამ ძლიერად დაარტყა მუსიკალურ სექტორსაც, „თუმცა მუსიკას არასდროს მივუტოვებივართ, რის შესახებაც საუბრობდა რომის პაპი ფრანცისკე, რომ მელოდიისა და სიმღერის ძალას შეუძლია აღძრას უფლის სიტყვა ჩვენში და გაავრცელოს ყველგან ძმობის სულისკვეთება.

ჩვენ თვალ–ყურს მივადევნებთ მუსიკალური ფესტივალის მსვლელობას და სრულ ინფორმაციას მოგაწვდით სოციალურ ქსელებსა და ვატიკან ნიუსის ინტერნეტ პორტალზე, ასევე იმაუწყებლებს ვატიკანის რადიო. ჩვენი პირველი რადიოს ეთერში მუსიკალური გადაცემა შედგა 1931 წლის 12 თებერვალს, სადაც გადაიცემოდა ბეთჰოვენის სიმფონიიდან ნაწყვეტი, ეს კი მოხდა პაპ პიუს მეცხრის პირველი და ისტორიული მიმართვის Qui arcano Dei-ის შემდეგ. 90 წლის მანძილზე ჩვენ ვწერდით კონცერტებსადა ტრანსლაციით გადავცემდით მუსიკალური ჟანრების უმეტესობას. დღესარ გვაქვს სპეციალურად ქრისტიანული მუსიკისათვის განკუთვნილი გადაცემები იტალიურ ენაზე, თუმცა სან–რემოს ფესტივალი სწორედ რომ გვიბიძგებს ახალი იდეის განხორციელებისაკენ“, –ამბობს „ვატიკან ნიუსისა“და „ვატიკანის რადიოს“რედაქტორი, მასიმილიანო მენიკეტი.


წყარო: sib-catholic


შოთა გიქოშვილი

コメント


bottom of page