2021 წლის 29 ივნისს, წმინდა პეტრესა და პავლე მოციქულთა დღესასწაულზე, პაპმა ფრანცისკემ, ყარაგანდის ეპარქიის დამხმარე ეპისკოპოსად მღვდელი ევგენი ზინკოვსკი დანიშნა.
“ამ მადლის გამო, პაპი ფრანცისკესადმი მადლიერებასთან ერთად, ძვირფასო მორწმუნეებო, მოგიწოდებთ ილოცოთ, რათა უფალი დაეხმაროს და წინ წარუძღვეს მას ეკლესიისა და ჩვენი, ყველასადმი ახალ მსახურებაში”, - წერია ყაზახეთის ეკლესიის გვერდზე.
პაპის ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოცხადდება, 2021 წლის 29 ივნისს, წმინდა იოსების მცირე ბაზილიკაში სადღესასწაულო წმინდა წირვის დროს, 18:00 საათზე (ყაზახეთის დროით).
ევგენი ზინკოვსკი 1975 წლის 27 ივლისს დაიბადა, ჯერ კიდევ საბჭოთა ყაზახეთში პოსში (შორტანდა).
შორტანდაში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1992 წელს, მიიღო სასულიერო განათლება პოზნანის უმაღლეს სასულიერო სემინარიაში პოლონეთში.
1997 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 1998 წელს, ყაზახეთში დაბრუნებისა და საღვთისმეტყველო განათლების მიღების დასრულების შემდეგ, ყაზახეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორის დამხმარე პრეფექტი გახდა.
1999 წლის 1 აგვისტოს, ხელდასხმულ იქნა მღვდლად შორტანდაში, მშობლიურ სამრევლოში. რის შემდეგაც, დამხმარე მღვდლად მსახურობდა მაიკუდუკში, წმინდა იოსების სამრევლოში და ასევე იყო ეპარქიული კურიის თანამშრომელი.
2001-2003 წლებში, მამა ევგენიმ რომში პაპის, წმინდა ჯვრის უნივერსიტეტი დაამთავრა და მიიღო ფილოსოფიის ლიცენციატის ხარისხი. ყარაგანდაში დაბრუნების შემდეგ კი, ასწავლიდა ფილოსოფიას ეპარქიათაშორის სემინარიაში. ამავდროულად, 2003-2011 წლებში იყო ყარაგანდის ეპარქიის, ბალხაშისა (2003-2009წწ.) და ტემირტაუს (2009-2011წწ.) სამრევლოების წინამძღვარი.
2011 წლეს მამა ევგენი საეპარქიო კურიის კანცლერად და კათოლიკური ჟურნალის „კრედოს“ მთავარ დირექტორად მუშაობდა.
2014 წელს იყო ასევე ყარაგანდის ეპარქიის საეპარქიო ადმინისტრატორი, ამჟამიდენლი ეპისკოპოსის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ადელინო დელ ოროს კანონკურად ამ პოსტზე დანიშვნამდე, 2015 წლის 29 მარტამდე.
2015 წლიდან მამა ევგენი იკავებს გენერალური ვიკარიუსისა და კურიის კანცლერის თანამდებობას ყარაგანდის ეპარქიაში. 2018 წელს მან კრაკოვში, პაპ იოანე პავლე მეორის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. იგი რუსული და პოლონური ენების გარდა (მშობლიური ენები) ასევე ფლობს იტალიურ და ინგლისურ ენებსაც.
შოთა გიქოშვილი
Komentar