იტალიაში, ქალაქ ტერნის ცენტრიდან დაახლოებით ორი კილომეტრის სავალზე წმინდა ვალენტინის ბაზილიკა მდებარეობს. იგი დაშენებულია წმინდა მოწამის სამარხზე, რომელიც ამ ქალაქის მფარველია ჯერ კიდევ III საუკუნიდან.
შენობა არაერთხელ განადგურდა და მის ადგილზე აშენებდნენ სხვადასხვა ფორმის შენობებს. ბოლო ვარიანტი, რომლითაც ტაძარი თავს გვაწონებს, XVII საუკუნეშია აშენებული, ხოლო კლასიკური სტილის ფასადი 1854 წელს დასრულდა.
გარე ფასადი
გარე ფასადში მოხვედრა შესაძლებელია არც თუ ისე დიდი მოედნის გადაკვეთით. რის შემდეგაც აღმოჩნდებით ლამაზ ცენტრალურ შესასვლელთან. აქ განლაგებულია ოთხი კარმელიტელი მოწაფის ფიგურა. ზედა ნაწილში კი გვხვდება წმინდა ვალენტინისა და წმინდა ანასტასიას ფიგურები. ცენტრში დიდი ფანჯარაა. ეს ყველაფერი კი განლაგებულია კვადრატული ფორმის სვეტებს შორის, რომლებიც მზის სხივების ფონზე ჰარმონიულად გადადიან ფერთაცვლაში. წინა ფასადიდან მკრთალად მოჩანს სამრეკლო.
შიდა ფასადი
წმინდა ვალენტინის ეკლესია ჯვრის ფორმისაა, ერთი ნავით, სადაც განლაგებულია ორი სამლოცველო. იატაკი შესრულებულია მარმარილოთი, ხოლო შიდა მორთულობა ბაროკოს სტილშია.
ყოველ სამლოცველოში განთავსებულია XVII საუკუნეში მარმარილოსგან შექმნილი ულამაზესი საკურთხეველი და ამშვენებს ამავე საუკუნის, ზეთში შესრულებული ხატები.
მარჯვნივ, შიამანას სამლოცველოში განლაგებულია ოჯახის ორი წევრის სამარხი. ესენია: კაზერტის ეპისკოპოსის, ბრუნოსა და ლუდოვიკოს სამარხები.
საკურთხეველს ამშვენებს წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის ხატი, რომელიც ეშმაკზე იმარჯვებს.
მთავარი შესასვლელიდან მარცხნივ მდებარეობს წმინდა ტერეზა ავილელის სამლოცველო, ამ სამლოცველოს კი ამშვენებს წმინდა იოსებისა და წმინდა ტერეზას შორის მდგარი ქალწული, ყრმით ხელში.
მთავარი საკურთხეველი
ტაძრის უმთავრეს ადგილს წარმოადგენს მთავარი საკურთხეველი, რომელიც შესრულებულია პოლიქრონული მარმარილოთი. მის უკან კი აღმართულია უზარმაზარი ტილო. მასზე გამოსახულია ღვთისმშობელი, რომელიც ეცხადება წმინდა ვალენტინს. ბრესბიტერიუმის ორივე გვერდი დამშვენებულია სხვა ტილოებით, რომლებზეც გამოსახულია მოგვებისა და მწყემსების თაყვანისცემა. სამივე ტილო შესრულებულია ერთი და იმავე მხატვრის, ლუკას დელა ჰაიეს მიერ.
წმ. ვალენტინის რელიკვია
მთავარი საკურთხევლის ქვეშაა ბროლის საწინდარი, რომელშიც არის წმინდა ვალენტინის რელიკვია და მისი ფიგურა. უკან, ქორალში მდებარეობს პატარა საკურთხეველი, ცნობილი, როგორც სააღმსარებლო საკურთხეველი, რომელიც დაშენებულია წმინდა მოწამის სამარხზე დაამშვენებს ოვალური ფორმის ტილო, სადაც გამოსახულია მისი მოწამეობისა და სიკვდილის სცენა.
ეს წმინდა ადგილი, რომელიც შეყვარებულ წყვილთა მფარველისადმია მიძღვნილი, განასახიერებს ღვთის სიყვარულს ადამიანებისადმი.
წყარო: www.santodelgiorno.it
შოთა გიქოშვილი
Comentários