top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა სტეფანე პირველწამებულის დღესასწაული

26 დეკემბერს კათოლიკე ეკელსია წმინდა სტეფანე პირველწამებულის დღესასწაულს აღნიშნავს.


წმინდა სტეფანე, დიაკონი და წამებული (დაახლ. 36 წელი ჩვ. წ. აღ-ით) იყო ერთ-ერთი იერუსალიმის ეკლესიის პირველი შვიდი დიაკონიდან. მის უმთავრეს მისიას ქველმოქმედება, განსაკუთრებით კი ქვრივებზე ზრუნვა წარმოადგენდა.


მოციქულთა საქმეების მიხედვით, “იყო სავსე, მადლითა და სულიწმინდის ძალით”. ქადაგებდა სახარებას სიბრძნით, რომელსაც წინ ვერავინ აღუდგებოდა. სინედრიონმა მას განაჩენი გამოუტანა, რომ თითქოს ეწინააღმდეგებოდა სინაგოგის კანონებს.


თავის დაცვის სიტყვაში, სტეფანემ წარმოადგინა ისრაელის ისტორია ქრისტიანული პერსპექტივიდან და დაასკვნა, რომ ეს ერი მუდმივად უგულებელყოფდა ღვთის ნებას (საქმეები 6:8-7:53). მან საჯაროდ აღიარა ქრისტე, რისთვისაც ჩაქოლეს (საქმეები 7:54-60). პროტომარტირი - პირველმოწამე. მისი სახელი შეტანილია რომაულ კონდაკში.


წმინდა სტეფანე არის ვენის ეპარქიის მფარველი, ასევე ქვის მთლელთა, მზარეულთა, მქსოველთა მფარველი. იკონოგრაფიაში წმინდა სტეფანე წარმოდგენილია, როგორც ახალგაზრდა დიაკონი თეთრ შესამოსელში, ან დალმატიკაში (დიაკვის ლიტურგიული შესამოსელი). მისი ატრიბუტიკაა: სახარება, ხელში პალმის რტო.


წმინდა სტეფანეს სახელს არაერთ ქვეყანაში, არაერთი ქალაქი თუ სოფელი ატარებს. საქართველოში მისი ანალოგია სტეფანწმინდაა (ყოფილი ყაზბეგი).


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page