24 იანვარს კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს ეპისკოპოსსა და ეკლესიის მოძღვარს, წმინდა ფრანცისკე სალელს.
წმინდა ფრანცისკე სალელი (1565-1622 წწ.) საბადუსიის სალეს გრაფის შვილი იყო. მან პარიზის უნივერსიტეტში შეისწავლა თეოლოგია, ბიბლია და სამართალი, ხოლო პადოვაში სადოქტორო ხარისხი დაიცვა. სახლში დაბრუნებისას, მღვდლობის საიდუმლო მიიღო, რასაც მშობლები აღფრთოვანებით არ შეხვედრიან.
წმინდა ფრანცისკე აშაბლეში, კალვიინის მხარეში მოღვაწეობდა. დადიოდა და კედლებსა თუ ღობეებზე აკრავდა ფურცლებს, სადაც დაწერილი ჰქონდა რწმენის მოკლე განმარტება. ფანატიზმისა და სასტიკი კამათების ეპოქაში, იგი აბსოლუტურ ზომიერებასა და რბილ ხასიათს ავლენდა. თავაზიანობისა და ტაქტიანობის გამო, მას მეტსახელი: “ერისკაცი წმინდანებს შორის” შეარქვეს.
ადამიანებთან ურთიერთობაში ერთი მნიშვნელოვანი დევიზი ჰქონდა: “ერთი წვეთი თაფლით უფრო მეტი ბუზის დაჭერაა შესაძლებელი, ვიდრე ერთი კასრი ძმრით”.
35 წლის ასაკში ჟენევის ეპისკოპოსი გახდა. შექმნა ღვთისმოსაობის ახალი იდეალი. მონასტრებში გამობრძმედილი შინაგანი სულიერი ცხოვრება, სამალავებიდან გამოსვლა, რათა ეჩვენებინა გზა ერში მცხოვრებთათვის.
წმინდა ჟანა დე შანტალთან ერთად, მან დააარსა წმინდა მარიამის მონახულების ქალთა ორდენი (მონახულების დები). იგი ასევე მრავალი ნაწარმოების ავტორი და ფრანგული კლასიკური ლიტერატურის მიმდევარია. მისი წმინდა ნაწილები ანესში, წმინდა მარიამის მონახულების ეკლესიაში ინახება.
არის ეკლესიის მასწავლებელი, მონახულების ორდენის, ასევე სალელი მამებისა და დედების მფარველი. არის ანესის, შაბერის, ჟენევის, ჟურნალისტებისა და მწერლების, კათოლიკური პრესის მფარველი.
იკონოგრაფიაში წმინდა ფრანცისკე სალელი წარმოდგენილია ეპისკოპოსის შესამოსლით და მანტიით, ან პონტიფიკალური შესამოსლითა და თავზე მიტრით.
მისი ატრიბუტიკაა: შვიდსფეროანი ცეცხლოვანი წრე, წიგნი, კალამი, ისრით განგმირული გული და ხელის გულზე დადებული ეკლის გვირგვინი.
“ხანდახან ისე ძლიერ გვწყურია ანგელოზად ქცევა, რომ გვავიწყდება ვიყოთ უბრალოდ კარგი ადამიანები”, - წმინდა ფრანცისკე სალელი.
პაპ ფრანცისკეს ქადაგების მოკლე ამონარიდი (2021 წელი):
პაპი ფრანცისკე გვახსენებს წმინდა ფრანცისკე სალელს, რომელიც იყო ნოვატორული და კომუნიკაბელური ადამიანი.
"იგი თავის სიღრმისეული შემოქმედებითობით ეძებდა გზებს ხალხის რწმენამდე მისაყვანად. მას თვლიან სახარებისა და ჭეშმარიტების დაუღალავ მქადაგებლად თავისი უბრალო ჩანაწერებით, რომლებსაც კარდაკარ არიგებდა.
ისევე, როგორც სხვა გამავრცელებლებს, მასაც კარგად ესმოდა თავისი დროის ენა, ზრუნავდა და წუხდა თავის ხალხზე. გრძნობდა ხალხის სიღრმისეულ საჭიროებებს. სწორედ ამ გზით აღწევდა ჭეშმარიტებას.
იმ გამავრცელებლებსადა მწყემსებს, რომლებმაც უარი არ თქვეს შეემჩნიათ თავისი ხალხის განსხვავებები და დაძაბულობები, ესმოდათ, რომ მხოლოდ სიტყვები და წერა არ იყო საკმარისი, არამედ, თუ სურდათ ადამიანში შეღწევა და მათთან კონტაქტის დამყარება, აუცილებელი იყო საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლა და გადაცემა იმისი, რისი გავრცელებაც სურდათ.
წმიდა ფრანცისკე სალელს კარგად ესმოდა, რომ ევანგელიზაცია სიყვარულის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ საუკეთესო გზა სიმართლის გადაცემისა არის იესოსადმი მიძღვნა სხვა ადამიანების სიყვარულისა და საკუთარი ცხოვრებისა და პიროვნების გადაქცევა, იმ ინსტრუმენტად, რომელიც ღვთის სახარებას ადამიანებამდე მიიტანს".
ქადაგების სრული ვერსია შეგილიათ იხილოთ Catholic.ge
მოამზადა შოთა გიქოშვილმა
Comments