27 იანვარს, საქართველოში კათოლიკე ეკლესია აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, წმინდა ნინოს ხსნების დღეს აღნიშნავს. 2022 წელს, სინოდალური სხდომის ინიციატივით წმ. ნინოს მოხსენიება უახლოეს კვირა დღეს, 30 იანვარს „ღირსეულად აღინიშნა“.
ყველა ტაძარში აღევლინა საკვირაო წმ. წირვა, ხოლო მღვდლებმა ყურადღება წმ. ნინოს შესახებ გაამახვილეს.
ცნობისათვის, წმ. ნინო საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მფარველად ითვლება.
წმინდანი წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა-ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. ნინო საქართველოში, დაახლოებით 323 წელს ჯავახეთიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
ისტორიული კვლევების მიხედვით, ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში გავრცელდა. თუმცა დროთა განმავლობაში მრევლი შემცირდა და გაიზარდა კერპთაყვანისმცემელთა რიცხვი.
IV საუკუნეში წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა, რისი შედეგიცაა ის, რომ 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
მედეა ხითარიშვილი
Comments