top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

1 კატეხეზა - ადვენტი 2021

Updated: Dec 12, 2021


ესაია 2, 1-5; ფსალმუნი 121; რომაელთა 13, 11-14; მათე 24, 37-44


მოლოდინი და სიფხიზლე: მოულოდნელობისთვის მზადმყოფნი!


უკვე მივეჩვიეთ ყველაფრის წინასწარ ცოდნას. სადაა მოულოდნელობა? არაფერი გამოგვეპარება: საკმარისია, პროგნოზებს შევხედოთ. ჰოროსკოპი პროგნოზებს გვაწვდის ბედნიერებისა და ბედის შესახებ. ამინდის პროგნოზი არ ცდება, კონკრეტულ დროზე რომ ლაპარაკობს. ბირჟამ იცის საქმეთა მსვლელობა. მასმედია და მეგობრები გვიყვებიან, თითქოს დღეს ყოფილიყოს, რა მოხდა და რაც არასდროს მომხდარა: ყბედობა, სინამდვილეში, არის უნარი, რომელიც არ მოითხოვს კულტურას, თავს და სიბრძნეს.


მაგრამ ღმერთი, რომელიც მოდის, არასდროს ყოფილა წინასწარგანსაზღვრული, იგი მოულოდნელობაა!


შეხედე შენს საკრებულოს, რომელიც ფხიზლობს და რწმენის გაზრდაზე ზრუნავს:


- ის ზრდის მგრძნობიარეობას ნიშნების მიმართ, რომელთაც სინამდვილე გვთავაზობს, რომ იმგვარად დავინახოთ და წავიკითხოთ, როგორც ღმერთი ხედავს და კითხულობს

- ის ზრდის სურვილს, რომ იარსებონ, როგორც დაუოკებელმა და უნიკალურმა ადამიანებმა, “ღმერთის სასწაულებმა” ერთად და ცალ-ცალკე

- ის ზრდის სიფხიზლეს, როგორც დედა, ახალშობილზე რომ ფხიზლობს, ან როგორც დარაჯი, საკუთარი მიწის უსაფრთხოებაზე რომ ფხიზლობს.


დაბრკოლებები მოულოდნელობათა წინაშე:


- ამაო საფიქრალით დაღლილი თავი, ხელშეუვალ ფასეულობათა საზიანოდ

- ყველანარი სახის აფექტური და ემოციური ჯაგნარით ავსებული გული, ეკუთვნიან ისი რეალურ და ყოველდღიურ ცხოვრებას თუ ვირტუალურ სამყაროს (ყველაზე სახიფათო და ვერაგია)

- ზედაპირულობა, რომელიც ყველაფერზე გვალაპარაკებს, იმაზეც, რაზეც პასუხუსმგებელნი ვართ, და იმაზეც, რაც “სხვას ეხება”

- უყურადღებობა, რომელიც უკუაგდებს სამიზნეს, ბეწვს ხედავს და დირეს - ვერა, იმას, რაც მნიშვნელოვანია

- გულგრილობა, რომელიც ფაფუკი ხელებით კლავს, ისე, რომ არ იძიებს და არ განსჯის. მეორე მხრივ, არავინ “გვავალდებულებს, რომ სხვებს გავუგოთ”. ასე კი არ ვცხოვრობთ: “მაინტერესებს”, არამედ: “ვინ აინტერესებს”!


რა ნიშნავს მოლოდინი და სიფხილზე, რომ მოულოდნელობით მიიღო ღმერთი, რომელიც მოდის?


გულის დამოკიდებულება: იქნებ გული დავკარგეთ. მას ვეძებთ, ვპოულობთ და მშფოთვარეს ვნახულობთ. ჩვენ გულს სწყურია, როგორც მას, ვინც გუბის წყალს სვამს და წყაროს წყალი სურს. ჩვენი გული სიყვარულს ეძებს, როგორც ის, ვინც შიმშილით კვდება გაცემული და მიღებული ყურადღების ნაკლებობით.


• რწმენის დამოკიდებულება: რწმენა უკვე იშვა ჩვენში. ის უნდა გახდეს რწმენა ჩვენთვის. იქნებ არც არასდროს გვიზრუნია მასზე, როგორც შეუფასებელ ძღვენზე. რწმენა არის ძიება “რატომ?”, “სად?” “როდის?”. ესაა პასუხის ძიება. ეკლესიას, რომელმაც გვშობა, შეუძლია ამ პასუხის გაცემა. რწმენა არის ძიება ძმებთან და დებთან ერთად, მოგზაურობითა და ტირილით. რწმენა არის დარწმუნებულობა, რომ “ღმერთი მალე მოვა და იქნება დღე”.


• სიახლის და მოულოდნელობის დამოკიდებულება: ძველია ცოდვა, სიახლეა სიყვარული. ძველია კედელი, ახალია ხიდი. ძველია სიტყვების სანაგვე, ახალია ფაქტების სილამაზე. ძველია ჩვენი სამყარო, რომელიც ნელ-ნელა იშლება და კნინდება, სიახლეა ახალგაზრდა, რომელიც მოედანზე გამოდის, რომ ღმერთის საკვირველი საქმე იყვიროს. ძველია წყვილის ან საკრებულოს მოსაწყენი დიალოგი, სიახლეა ურთიერთობისა და სიყვარულის სიხარული, თუნდაც გაჭირვებით. ძველია ობი, სიახლეა სისუფთავე. ძველია ზარმაცი და ძუნწი ცხოვრება, სიახლეა საკუთარ თავთან, სხვებთან, ღმერთთან ერთად არსებობის დაგემოვნება.


• მოქცევის დამოკიდებულება: ნიშნავს ცვლილებების გარეშე თვითტკბობის ჩვევისგან განზე. გადგომას. ეს როდი ნიშნავს დამდგარ წყალს, რომელიც მოსარწყავადაც საშიშია. ესაა გულქვაობის დაძლევა, რომელიც ჯერ გამოიწრთობა, შემდეგ კი შეიყვარებს ყოველი დღის უფერულებას და ცოდვას, ბოლოს კი ქრონიკულ სნეულებას ყოველგვარი სურვილის გარეშე. კურსის შეცვლა არის ჰაერის გამოცვლა, გულისთვის ჟანგბადის მიწოდება, აზრების განიავება, სიყვარულის გამოწრთობა ძღვენში, სიკეთის გაზიარება, მეგობრობისა და დიალოგის სტრატეგიების შექმნა. კურსის შეცვლა არის ხელახლა შედგომა მის ბილიკებზე, ვინც მოდის.


• უპოვრობის დამოკიდებულება: ღმერთი “ხდება” უპოვარი. ჩვენ “ვართ” უპოვრები. ზღვარი აღნიშნავს ჩვენს საზღვრებს, სასჯელი კი არაა, არამედ მდგომარეობა, რომელიც გვეხმარება, რომ გავიზარდოთ, რომელიც ბიძგს აძლევს ყოველდღიურ გადაბიჯებას, რომელიც გვეხმარება, სხვებთან ერთად გავიზიაროთ ცხოვრება, ყოველ მამაკაცთან და ქალთან ერთად ვიყოთ, რომელსაც იმავე სათავგადასავლო გზაზე ვხვდებით. ზღვარი აცხადებს მრავალფეროვნებას, როგორც სიმდიდრეს. ჩვენ ერთნაირები და მოსაწყენები როდი ვართ. თავადვე ვართ ორიგინალურები და უნიკალურები, თითოეული - სასწაული. ქმედითუნარიანობა, შესახედაობა, კუნთები კი არ “ქმნის ფასეულობას”, არამედ ცხოვრების დონე. ზღვარი, რომელიც გვეხმარება, განვიცადოთ ღმერთის საჭიროება, თავისთავადაც რომ ღებულობს ზღვარს, მაგრამ მას გარდაქმნის სიყვარულის უმაღლეს შესაძლებლობას.


საშუალებები ამ კვირაში ღმერთის მოულოდნელობის მისაღებად .


- “ძებნილი” სიჩუმე, მაშინაც კი, როდესაც ხალხში ცოცხლობს .

- პიროვნული და საკრებულოებრივი ლოცვა

- მედიტაცია საკუთარ თავზე, ადამიანის უპოვრობაზე, ღმერთის სიყვარულზე

- ფხიზლად ყოფნა და არა - მრავალი საქმით გაბრუება

- ჩემს გვერდით მყოფის შემჩნევა: … და მესია რომ ყოფილიყო


საერთო დამამთავრებელი ლოცვა


იესო, შენ მოდიხარ ჩვენ შორის, რომ ცოცხლად გაიზიარო და საკუთარ ტყავზე გამოსცადო ჩვენი ტანჯვა, ჩვენი ცოდვები, ჩვენი ცხოვრებისეული სიდუხჭირე. შენ მოდიხარ, რომ ჩვენთან ერთად სძლიო შიშები, ჩვენ რომ გვიპყრობენ, სატანჯველი, რომელიც გვაწუხებს, ეჭვები, სიმშვიდეს რომ გვირღვევს. იესო, ჩვენ ვიფხიზლებთ შენს გამო. თუნდაც რომ არ გიცნობდეთ, შენზე ვილაპარაკებთ. მოლოდინი არ იქნება ხანგრძლივი. გული გვეუბნება, რომ მოსვლას აპირებ. იესო, არ გვინდა, რომ შენ მოხვიდე და ჩვენ, ჩაძინებულები, არ მივეახლოთ შენს მოსვლას. მოდი, უფალო იესო!


+მ. ჯუზეპე პაზოტო


მეორე ნაწილი – მზადება 

Comments


bottom of page