ფრაზა ”ქალური გენია” ხშირად გვხვდება პოპულარულ კათოლიკურ მწერლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წმინდა იოანე პავლე II- მ გამოიყენა იგი 1995 წელს ქალთა წერილში. მაგრამ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? ქალური გენიის გასაგებად საუკეთესო გზა ალბათ, მისი პრაქტიკაში დანახვაა.
მოდი, უფრო ახლოს გავეცნოთ საღვთო წერილის 10 გამორჩეულ ქალს.
მარიამი – იესოს დედა
ბიბლიაში მარიამი არის შთამბეჭდავი მაგალითი იმისა, თუ როგორ ასრულებს ღვთის ნებას. ანგელოზმა ახარა, რომ იგი სულიწმინდის მეშვეობით გახდებოდა მაცხოვრის დედა. მოსალოდნელი სირცხვილის მიუხედავად, იგი დაემორჩილა ღვთის ნებას და გააჩინა იესო. სიცოცხლის განმავლობაში მარიამი დიდ მწუხარებას განიცდიდა, მათ შორის უყურებდა თავის ვაჟს ჯვარცმულს გოლგოთაზე. მაგრამ მან აგრეთვე ნახა იგი მკვდრეთით აღმდგარი. მარიამს პატივს სცემენ, როგორც იესოზე დადებითი გავლენის მქონეს და ერთგულ მსახურს, რომელიც პატივს სცემდა ღმერთს და უპასხა მას: „დიახ“.
ჰანა
წლების განმავლობაში უნაყოფობის გამო, ჰანა შვილისთვის ლოცულობდა. ის მაგალითია მხურვალე და გულწრფელი ლოცვისა, რომელიც ღვთისთვის გულიდან ეღვრებოდა. საბოლოოდ, მას ვაჟი გაუჩნდა, სამუელი, რომელიც დიდი წინასწარმეტყველი გახდა.
დებორა
ერთადერთი ქალი მოსამართლეთა გრძელ რიგში დებორა,"ზებუნებრივად განათებული" და "დედა ისრაელში". ის არის გონივრული ხელმძღვანელობის მაგალითი.
მარიამ მაგდალინელი
”სახარების ოთხივე ცნობა თანხმდება იმაზე, რომ [იგი] პირველი ადამიანია, ვინც იხილა მკვდრეთით აღმდგარი იესო და იყო ერთი, ქრისტესა და მისი ანგელოზების მიერ დავალებული, რომ მოციქულთა წინაშე ეს ფაქტი დაემოწმებინა.” ის გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და ვუპასუხოთ ქრისტეს სასიხარულო ცნობას, როგორც ქალმა.
რუთი
რუთმა მამაცურად არჩია დაეტოვებინა სამშობლო და ახალი ხალხითა და ახალი რელიგიით იუდეისკენ მიმავალ გზას დადგომოდა. მისმა არჩევანმა სიხარული და სიმშვიდე მოუტანა მის საყვარელ დედამთილს, ნაომის, და "იწინასწარმეტყველა წარმართთა ჩართვა ქრისტეს ხსნის მისიაში".
ესთერი
ლოცვისა და მარხვის შემდეგ, ესთერმა გარისკა და აირჩია პოტენციურად სიკვდილით დასჯა, რათა რჩეული ხალხი განადგურებისგან დაეხსნა. ის არის სიმამაცის, გონიერებისა და ღრმად ფესვგადგმული ლოცვითი ცხოვრების მაგალითი, რომელიც ღვთის ნების შესრულებისკენ გვიბიძგებს.
ჯუდითი
ჯუდითი ენდობა ღმერთს და მის გენიალურ გეგმას, რათა მოკლას საერთო მტერი. მის ისტორიაში ნათლად ჩანს, რომ არ არის სუსტი ღვთის გეგმასთან თანამშრომლობისთვის. მისი საგალობელი, რომელიც ღმერთს გამარჯვებისთვის ადიდებს, წინასახეა ღვთისმშობლის დიდებისა (magnificat)
სუსანა
მრუშობაში ცრუდ დადანაშაულებული, სუსანა ღმერთს მიენდობა რომ გადარჩეს. ღმერთი განთავისუფლების გზას მას უგზავნის ახალგაზრდა წინასწარმეტყველის, დანიელის სახით. იგი აღწერილია, როგორც ურყევი პირადი მთლიანობისა და ღმერთისადმი სრული ნდობის მაგალითი.
მარიამი და მართა ბეთანიელი
ეს დები (და მათი ძმა ლაზარე) იესოს ახლო მეგობრები იყვნენ. მათი მოქმედებები მთელს საღვთო წერილში "ხელს უწყობს და იცავს, ყველაფერს, რაც კარგი და ჭეშმარიტია კაცობრიობაში". ისინი აცხადებენ ჭეშმარიტებას მესიის შესახებ.
Comments