top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

10 ცნობადი სახე, რომლებმაც ქრისტიანობა მიიღეს

მსახიობები, მომღერლები, შოუმენები, რეჟისორები – 10 ცნობადი სახე, რომლებმაც ქრისტიანობა მიიღეს და ამით კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ ღვთისა და რწმენის წინაშე, მხოლოდ და მხოლოდ კაცები და ქალები ვართ, რომლებიც საკუთარი არსებობის უმაღლეს არსს ვეძებთ.

 


ჩვენ, თითქოს შევეჩვიეთ, რომ კინოსა და შოუბიზნესის წარმომადგენლებს აღვიქვამთ ჩვენგან განსხვავებულ კაცებად და ქალებად, რომლებიც შორს არიან ყოველდღიური ყოფითი პრობლემებისგან. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ისინიც იმავე განცდებით ცხოვრობენ, რომლებითაც მთელი კაცობრიობა, ადამიანის შექმნიდან დღემდე. კერძოდ, საუბარია ღმერთთან ურთიერთობაზე. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ წარმატებულ და ცნობად ადამიანებს, რომლებიც რწმენისკენ მოექცნენ.

 

ცნობადი ადამიანების მოცქევაზე საუბრისას, პირველ რიგში, გვახსენდება სავლე, იგივე პავლე მოციქული, ყოფილი პოლიტიკოსი, გაბერძენებული ებრაელი, რომელიც შემდგომში, მთელს საბერძნეთსა და რომში, ყველაზე დიდი მისიონერი და იესო ქრისტეს სახარების მქადაგებელი გახდა. იგი ცნობადი სახე არ ყოფილა, მაგრამ მისმა ცვლილებამ, როგორც ქრისტიანთა მდევნელი ადამიანის რწმენაზე მოქცევამ, დაგვანახა, როგორ ცვლის ადამიანის ცხოვრებას რწმენა.

 

გავიხსენოთ წმიდა ავგუსტინე იპონიელი, ცოდვილი, რომელმაც ღმერთში არა მხოლოდ ახალი ცხოვრება ჰპოვა, არამედ ხელახლა შეძლო საკუთარი თავის მიღება, რომლის შესახებაც ვკითხულობთ მის “აღსარებაში”.

 

წარმოგიდგენთ იმ 10 ცნობად სახეს, რომლებიც ქრისტიანობაზე მოექცნენ:

 

  1. ნეკი

  2. ვოლტერ ნუდო

  3. კლაუდია კოლი

  4. სილვესტერ სტალონე

  5. ანტონიო ბანდერასი

  6. ანდრეა ბოჩელი

  7. ალ პაჩინო

  8. ჯასტინ ბიბერი

  9. ჯონათან რუმი

  10. მელ გიფსონი

 

ნეკი

ფილიპო ნევინა, ფსევდონიმით ნეკი, მომღერალი, წარმოშობით სასუოლოდან. მან არაერთხელ ისაუბრა თავისი სულიერი და ადამიანური გზის შესახებ, რომელიც იწყება მეჯუგორიეს გამოცდილებიდან. ამ გამოცდილებამ იგი ზარმაცი ქრისტიანიდან გულანთებულ მორწმუნედ გარდაქმნა. მან სწორედ ღვთისმშობლის შუამდგომლობითა და დახმარებით აღმოაჩინა, თუ როგორ შეიცვალა როგორც მამაკაცი, როგორც მამა, როგორც მეუღლე და როგორც მსახიობი. ნეკმა საზოგადოება “Nuovi Orizzonti”- ს პრეზიდენტში, კიარა ამირანტეში იპოვა სოცოცხლის უფლების, პატივისცემისა და ცხოვრების ყველა სფეროში კარგი მხარდამჭერი, თანამგზავრი და დამხმარე საკუთარ “მე” - ს ძიებაში. მასში იპოვა გულის განკურნება იმდენად, რომ გახდა ‘სინათლის რაინდი’, იმ ორგანიზაციისა, სადაც მამაკაცები და ქალები გაერთიანებული არიან ევანგელიზაციის, სოლიდარობისა და მხარდაჭერის საქმეში.

 

ვოლტერ ნუდო

 

ყოფილი ბოქსიორისა და მსახიობის მოქცევა არ არის დაკავშირებული რომელიმე ერთ ეპიზოდთან ან რაიმე მოულოდნელ გამონათებასთან. მსახიობმა განაცხადა: “რწმენის გზა არის გზა, სადაც ეცემი და ფეხზე დგები ღმერთთან ერთად”. გზა, ზრდისა და სრულყოფილებისაკენ, მსახიობმა გაიარა წლების მანძილზე ისეთი ადამიანების მაგალითისა და შთაგონების მიყოლით, როგორებიც არიან რელიგიური მოღვაწეები: წმიდა დედა ტერეზა, წმიდა იოანე პავლე II. იგი ყოველთვის გრძნობდა ღრმა სულიერ კავშირს ნატუცო ევოლისთან, დიდ მისტიკოსთან და წმინდა მამა პიოს ახლობელთან, რომლისგანაც ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ, სულიერი სითბო მიიღო.

 

კლაუდია კოლი

 

ეროტიულ ფილმებში თამაშის დიდი გამოცდილების მქონე კოლი (იგი იყო ტინტო ბრესას ერთ-ერთი მუზათაგანი), საიუბილეო 2000 წელს კათოლიკურ რწმენას დაუბრუნდა. მან გაიარა წმინდა კარში და შეხვდა პაპ ვოიტილას (იოანე პავლე II), სწორედ მას შემდეგ დაიწყო მისი სრული გარდაქმნა. ამან კი, იგი მიიყვანა ჯერ კათოლიკური ოჯახის გაერთიანებასთან, რომლისგანაც დაშორებული იყო, შემდეგ ნამდვილ მისტიკურ კრიზისამდე და ბოლოს გადაწყვეტილებამდე, სრულად მიეძღნვა თავისი ცხოვრება ეკლესიის მსახურებას. ამჟამად, იგი “ვარსკვლავების აკადემიის“ სამხატვრო ხელმძღვანელია, რომელიც მონაზვნებმა დააარსეს. ამ სკოლის მიზანია სამწლიანი კურისის გავლის შემდეგ სამსახიობო ოსტატობის მაღალ დონეზე ცოდნა.

 

საკუთარ თავზე საუბისას, კლაუდია კოლი ამბობს, რომ თავს ახლოს გრძნობს უძღებ ძესთან. მამამ კოლიც ძესავით მიიღო და შეიფარა მაშინ, როცა ის განსაცდელში იყო და სხვა არავინ დაეხმარა.

 

სილვესტერ სტალონე

 

მიუხედავად იმისა, რომ ის კათოლიკურ ოჯახში დაიბადა, ამერიკელმა მსახიობმა რწმენა მას შემდეგ დაკარგა, რაც 70 წელი შეუსრულდა. ისეთი ფილმების ვარსკვლავი, როგორებიცაა „როკი ბალბოა“ და „რემბო“, კვლავ დაუბრუნდა სახარებას. გარდა ამისა, ის ეხმარება მღვდელმსახურებსა და მქადაგებლებს საქმიანობაში და თვლის, რომ ეკლესია სულისთვის გიმნასტიკური დარბაზია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი გმირი, მოკრივე როკი ბალბოა, მეექვსე სერიაში იესოს პოულობს. სწორედ ამას მიეძღვნა მისი ისტორია.

 

ანტონიო ბანდერასი

 

უკვე მრავალი წელია მსახიობი და პროდიუსერი, ანტონიო ბანდერასი ვნების კვირაში მალაგაში მიემგზავრება, რათა დაესწროს მნიშვნელოვან რელიგიურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს. მონაწილეობს ქალაქში გამართულ „ჯვრის გზაზე“, რაც ასახავს იესოს ვნებას. იგი ასევე ერთვება ქალწული მარიამის ტახტრევანის ტარების პროცესში.

 

წარმოშობით კათოლიკე ბანდერასი რწმენას განუდგა ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში, ხოლო მოგვიანებით მას დაუბრუნდა. იგი გულანთებულია ახალი მოთხოვნილებებით სულიერებაში, რათა ქრისტეს სიყვარულის მცნება საკუთარ მცნებად აქციოს.

 

ანდრეა ბოჩელი

 

ანდრეა ბოჩელი მრავალი წელი აგნოსტიკოსი იყო. იგი რწმენაზე მოექცა, რათა საკუთარი ცხოვრებისთვის აზრი მიეცა. “ჩვენი მიწიერი გზა რწმენის გარეშე არის უცილობო ტრაგედია, რომელიც უკეთეს შემთხვევაში მთავრდება ხანდაზმულობით, ავადმყოფობითა და სიკვდილით”, – თქვა ბოჩელიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

მას შემდეგ, რაც ანდრეა ცდილობდა ეპოვნა ცხოვრების არსი მხოლოდ ლოგიკასა და გონებაზე დაყრდნობით, იგი მიხვდა, რომ ყოველგვარი ეჭვის გასაფანტად საჭიროა ყველა ქმნილებაში უმაღლესი არსის ძიება, ყველაფერში –  ცუდშიც და კარგშიც. იგი ნაწილობრივ მადლიერია ლევ ტოლსტოის შემოქმედებისა.

 

ალ პაჩინო

 

ალ პაჩინო, კათოლიკე, რომელიც რწმენას ახალგაზრდობაში განუდგა, მას უკან დაუბრუნდა ფილმ “ნათლიას” გადაღების პროცესში. შესაძლოა, რომ მისი მოქცევა განაპირობა ფილმის შინაარსში ჩადებულმა ცოდვისა და მონანიების თემამ. ასევე იმ მდიდარმა კათოლიკურმა მოვლენებმა, რომლებიც ფილმშია ასახული და უკავშირდება კორლეონეს ოჯახს. სწორედ ამ ყველაფერმა უბიძგა ალ პაჩინოს, რომ სულიერებას დაბრუნებოდა.

 

ჯასტინ ბიბერი

 

მათ, ვისაც სჯერა, რომ  ცნობილი ადამიანები გარკვეულ ასაკში განიცდიან რწმენის კრიზისს, შემდგომში კი მას უბრუნდებიან, ჯასტინ ბიბერის შემთხვევა სხვაგვარ სცენას სთავაზობს. ახალგაზრდა კანადელი მომღერალი თავის თავს ყოველთვის ერთგულ კათოლიკედ თვლიდა და არაერთხელ განაცხადა, რომ ყოველი კონცერტის წინ ლოცულობდა და მისი მისაბაძი მაგალითი თავად იესოა. ის და მისი მეუღლე, ჰეილი ბოლდუინი, ისე დაქორწინდნენ, რომ ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობა არ ჰქონიათ, მაგრამ მისი მხირდან ქრისტიანული მორალის დაცვა ამით არ მთავრდება.

 

მოზარდი ჯასტინი დაპატიმრებული იყო ნასვამ მდგომარეობაში მართვის, ვანდალიზმისა და სხვა საქციელის გამო, თუმცა დღეს ჯერ კიდევ 30 წლამდე მყოფი ჯასტინი, ჩართულია ქველმოქმედებაში (უსახლკაროებისთვის საკვების მიწოდებაში) და ევანგელიზაციის პროცესებში.

 

ჯონათან რუმი

 

ძალიან ცოტაა ისეთი მსახიობი, რომელმაც ფილმში იესოს როლი ითამაშა და  ამ პერსონაჟთან დაახლოება პირადად განიცადა.

ჯონათან რუმი, ვარსკვლავი, ყველაზე დიდი მედიაპროექტ „რჩეულის“ მთავარი გმირია. „რჩეული“ პირველი სატელევიზიო სერიალია იესო ნაზარეველის ცხოვრებაზე, რომელიც სახარებებში მოთხრობილ ამბებს ეფუძნება.

 

სწორედ ამ პროექტში, იესო ნაზარეველის როლისთვის მსახიობმა ჯონათან რუმმა არამეული ენა შეისწავლა. ამ როლის შესრულებისას, იგი უკვე პრაქტიკულად კათოლიკე იყო. სერიალის პრეზენტაციისას, მსახიობი პაპ ფრანცისკეს შეხვდა და ამით ოცნება აისრულა. მსახიობმა განაცხადა, რომ ამ როლის შესრულებით იგი ჩაუღრმავდა თავის ადამიანურ და ქრისტიანულ გამოცდილებას. რუმის განსაკუთრებული სულიერი კავშირი აქვს წმინდა მამა პიოსთან.

 

მელ გიფსონი

 

იესოს როლის შემსრულებელი მსახიობების გარდა, არსებობენ რეჟისორები, რომლებიც იესოს ცხოვრების შესახებ მოგვითხრობენ. მელ გიფსონი, ავსტრალიელი მსახიობი და ფილმ “ქრისტეს ვნებების” (2004) რეჟისორი კი ყოველთვის მორწმუნე და ღვთისმოსავი კათოლიკე იყო.

 

ახალგაზრდობაში მიღწეულმა წარმატებამ თავბრუდაახვია და რწმენის მიმართ გულგრილი გახადა.

 

“ქრისტეს ვნებების” გადაღებით მას სურდა კვლავ მიახლოებოდა საკუთარ რწმენას. იგი მოგვითხრობს იესოს ისტორიას ყველაზე მძიმე ფორმებში, რის გამოც  ებრაული სამყაროს კრიტიკაც კი დაიმსახურა. აი, როგორ იცავდა იგი თავს: “ეს არ არის ქრისტიანებისა და ებრაელების ისტორია. ეს არის იესოს ისტორია, რომელიც თავად გახლდათ ებრაელი, მისი დედაც ებრაელი იყო, ისევე როგორც მისი თორმეტივე მოციქული. ერთი რამ კი სიმართლეა, რაც ბიბლიაში მასზე იყო დაწერილი: „იგი მოვიდა თავისიანებთან და თავისიანებმა არ მიიღეს ის“. მე ამის დამალვა არ შემიძლია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წარსული ცოდვა ახლანდელზე უარესი იყო. ქრისტემ ყველა ჩვენგანის ცოდვისთვის დიდი ფასი გადაიხადა. ამ ფილმის მიზანია იმედის გაღვივება და არა შეურაცხყოფა”.

 

დღეს, მელ გიფსონი სიამაყით ატარებს რწმენას ჰოლივუდის ვარსკვლავთა წრეებში და დაკავებულია საზოგადოებრივი საქმიანობით.

 

წყარო: www.holyart.it

 შოთა გიქოშვილი

 

 

 

Comments


bottom of page