top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

116 წლის ბრაზილიელი მონაზონი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია მსოფლიოში

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 116 წლის ბრაზილიელი მონაზონი, დედა ინა კანაბარო ლუკასია.


იგი დაიბადა 1908 წლის 27 მაისს, რიო გრანდი დუ სულში, ბრაზილიაში.


დედა ინა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გახდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 29 დეკემბერს, იაპონელი ქალი, ტომიკო იტოკა გარდაიცვალა. ტომიკო იტოკა და ინაზე 16 დღით უფროსი იყო.


იმას, რომ მონაზონი ახლა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, ადასტურებს LongeviQuest-ის, მკვლევართა ჯგუფი, რომელიც სპეციალიზებულია 100 წელზე მეტი ასაკის ადამიანების რუკებზე დატანით.

 

2024 წლის მარტში და ინამ ერთ–ერთ მედია გამოცემას უთხრა, რომ მისი ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი საიდუმლო ლოცვაა: „ყოველდღე ვლოცულობ სავარდს ყველასთვის მსოფლიოში“.

 

მონაზონი ცხოვრობს პორტო ალეგროში, ერთ-ერთ ხანდაზმულ სასულიესრო პირთა სახლში, რომელიც მდებარეობს ბრაზილიის ტერეზიანელი დების სახლის გვერდით. ამ კონგრეგაციაში მონაზონი 1927 წელს,  19 წლის ასაკში მიიღეს.


„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 116 წლის ასაკში ცოტა გართულდა: არ ესმის კარგად და დააკლდა მხედველობაც, უჭირს ლაპარაკი, მაგრამ აგრძელებს ცხოვრებას იმ გეგმებით, რაც ღმერთმა მისცა”, - ამბობს მონაზვნის ძმისშვილი და ამატებს, რომ „მან მთელი ცხოვრება ლოცვას მიუძღვნა. ყოველთვის სურდა სხვებისთვის სიკეთის გაკეთება. მისთვის დამახასიათებელია კარგი იუმორი, ოპტიმიზმი და ცხოვრებისეული მონდომება“.


და ინა და მისი ძმისშვილი

ინა კანაბარო შვიდი შვილიდან ნაბოლარა იყო. როგორც მისი ძმისშვილი კლებერი ამბობს: „ყველა კარგად იკვებებოდა და და ინას გარდა, იგი ძალიან გამხდარი იყო, ამიტომ მისმა ნათლიამ მამამისს უთხრა: „მეგობარო, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ეს გოგონა ავად უნდა იყოს და არ მგონია, რომ დიდხანს გაძლოსო... მისი ყველა დედმამიშვილი გარდაიცვალა, ის კი უკვე 116 წლისაა!”


ინა სამონასტრო სკოლაში სწავლობდა. 19 წლის ასაკში, წავიდა ტერეზიანელთა ორდენში, ურუგვაიში.


საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, იგი მსოფლიოსა და ეკლესიაში მომხდარი მრავალი ცვლილების მოწმე გახდა. მონაზონი შეესწრო ორი მსოფლიო ომსა და გამოიცვალა 10 პაპი. მისი დაბადების წელს, ჯერ კიდევ პაპი პიუს X იყო.

 


როგორც მასწავლებელი, ინა ასწავლიდა პორტუგალიურს, მათემატიკას, მეცნიერებას, ისტორიას, ხელოვნებასა და რელიგიას ტერეზიანულ სკოლებში რიო-დე-ჟანეიროში, იტაკიში და სანტანა-დო ლივრამენტოში, ქალაქში, სადაც მას ძალიან უყვართ, რადგან სწორედ აქ გაატარა თავისი დროის უმეტესი ნაწილი.

 

მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მიღწევა იყო სანტა ტერეზას სკოლის მარშის ჯგუფის შექმნა სანტანა დო ლივრამენტოში. ჯგუფი იყენებდა 115 მუსიკალურ ინსტრუმენტს და ცნობილი იყო ბრაზილიაში, ურუგვაისა და არგენტინაში.


Comments


bottom of page