top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

18 აპრილს პაპი მორწმუმეენს სამოციქულო სასახლის ფანჯრიდან კვლავ მიესმალმება


18 აპრილს, პაპი ფრანცისკე მოწრმუნეებთან მოკლე საკვირაო შეხვედრას გამართავს. იგი შუადღეს, „დედუფალო ზეცათაოს“ ლოცვისას დაიწყება. ეს ლოცვა აღდგომის ჟამს სრულდება „ანგელოზის ლოცვის“ ნაცვლად (Angelus).


კორონავირუსის პანდემიის შეზღუდვების შემსუბუქებამ, მორწმუნეებს საშუალება მისცა წმიდა პეტრეს მოედანზე შეიკრიბნონ და შეუერთდნენ წმიდა მამას ლოცვაში, რომელიც მას წარმოსთქვამს თავისი კაბინეტის, სამოციქულო სასახლის ფანჯრიდან. თუმცა ჯერ–ჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემიის შეზღუდვების შემსუბუქება.


უკვე წელიწადზე მეტია, იტალიის ხელისუფლების მიერ, კოვიდ პანდემიის გამო, მიღებულმა შეზღუდვებმა, ხელი შეუშალა პაპის შეხვედრას მომლოცველებთან წმიდა პეტრეს მოედანზე. ეს შეზღუდვები რამდენიმეჯერ იქნა გაუქმებული და კვლავ შემოღებული. პირველი ლოკდაუნის დროს, 8 მარტიდან 24 მაისამდე, წმიდა პეტრეს მოედანი ცარიელი იყო, ხოლო საკვირაო ლოცვის წაკითხვა ხდებოდა პაპის, სამოციქულო სასახლის ბიბლიოთეკიდან და გადაიცემოდა პირდაპირი ტრანსლაციით. შემდეგ, პაპს კვლავ მიეცა შესაძლებლობა დაელოცა მორწმუნეები თავის კაბინეტის ფანჯრიდან. ეს გაგრძელდა რამდენიმე თვეს.


20 დეკემბრიდან 7თებერვლამდე მოედანზე შეკრების შესაძლებლობა კვლავ შეფერხდა, შემდგომ კი, კვლავ მიეცათ მორწმუნეებს შეკრების შესაძლებლობა 14 მარტამდე.

21 მარტიდან საკვირაო შეხვედრები წმიდა მამასთან კვლავ ჩაიკეტა თითქმის ერთი თვით.

წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page