პაპმა ფრანცისკემ მეცხრე კონსისტორიუმი (პაპისა და კარდინალების შეკრება) გამოაცხადა. 30 სექტემბერს წმინდა მამა 21 სასულიერო პირს კარდინალის ტიტულს მიანიჭებს. მათგან ერთ–ერთი, საქართველში ვატიკანის ყოფილი ელჩი, არქიეპისკოპოსი კლაუდიო გუჯეროტია (2001-2011წწ.).
“მათი წარმომავლობა გამოხატავს ეკლესიის საყოველთაობას, რომელიც კვლავ აცხადებს ღვთის მოწყალე სიყვარულს დედამიწაზე”, - აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ კანდიდატთა სიის წარდგენისას.
კანდიდატთა სია კი ასეთია:
არქიეპისკოპოსი რომერტ ფრანცისპრევისტ ოსა - ეპისკოპოსთა დიკასტერიის პრეფექტი;
არქიეპისკოპოსი კლაუდიო გუჯეროტი - აღმოსავლეთ ეკლესიების დიკასტერიის პრეფექტი;
არქიეპისკოპოსი ვიქტორ მანუელ ფერნანდესი - რწმენის სავლების დიკასტერიის პრეფექტი;
არქიეპისკოპოსი ემილ პაულ შერიგი - სამოციქულო ნუნციუსი;
არქიეპისკოპოსი ქრისტოფ ლუის ივეს გეორგეს პიერი - სამოციქულო ნუნციუსი;
არქიეპისკოპოსი პიერბატიტსა პიცაბალა - იერუსალის ლათინური წესის კათოლიკეთა პატრიარქი;
არქიეპისკოპოსი სტეფენ ბრისლინი - კეიპთაუნის არქიეპისკოპოსი;
არქიეპისკოპოსი ანჯელო სიქსტო როსი (იეზუიტი) - კორდობას
არქიეპისკოპოსი;
არქიეპისკოპოსი ლუის ჟოზე რიედა აპარისიო - ბოგოტას არქიეპისკოპოსი;
არქიეპისკოპოსი გჟეგოჟ რიში - ლოძის არქიეპისკოპოსი;
არქიეპისკოპოსი სტეფენ ამეიუ მარტინ მულა - ჯუბას არქიეპისკოპოსი;
არქიეპისკოპოსი ჟოზე კობო კანო - მადრიდის არქიეპისკოპოსი;
არქიეპისკოპოსი პროტასე რუგამბვა - კვადიატორ თაბორის არქიეპისკოპოსი;
ეპისკოპოსი სებასტიან ფრანცისი - პენანგუს ეპისკოპოსი;
ეპისკოპოსი სტეფან ჩაუ საუ იანი (იეზუიტი) - ჰონკონგის ეპისკოპოსი;
ეპისკოპოსი ფრანცუა ხავიერ ბუსტილიო (კონვენტუალი ფრანცისკელი) - აიაჩოს ეპისკოპოსი;
ეპისკოპოსი ამერიკო მანუელ ალვეს აგუერა - ოსაბონის დამხმარე ეპისკოპოსი;
მღვდელი ანჯელო ფერნანდეს არტიემი (სალელი) – სალელ მამათა ორდენის გენერალი;
არქიეპისკოპოსი აგოსტინო მარკეტო - სამოციქულო ნუნციუსი;
არქიეპისკოპოსი დიეგო რაფაელ პადრონ სანჩესი – კუმანის ემერიტუსი არქიეპისკოპოსი;
მღვდელი ლუის პაკუალ დრი (კაპუცინი) - ბუენოს აირესის პომპეოს ღვთისმშობლის სანქტუარიუმის აღმსარებელი მღვდელი.
„ვილოცოთ, ახალი კარდინალებისთვის, რათა გულმოწყალე და ერთგული მღვდელმთავრის, იესო ქრისტესადმი ერთგული მსახურების დამოწმებით (ებრ. 2.17) დამეხმარონ ჩემს, როგორც რომის ეპისკოპოსის მსახურებაში,ღმერთის ერის სასიკეთოდ“, – განაცხადა პაპმა.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
コメント