18 ოქტომბერს, პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა ილოცონ ომების დასრულებისთვის და პალესტინა-ისრაელს შორის არსებულ კონფლიქტში მხარი დაუჭირონ მხოლოდ ერთ, მშვიდობის მხარეს.
“დღეს, ჩვენი ფიქრი მიმართულია პალესტინა-ისრაელის კონფლიქტისაკენ, ღაზას სექტორისაკენ, სადაც ყოველდღიურად მატულობს დაღუპულთა რიცხვი. გთხოვთ, ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენოთ, რათა თავიდან ავირიდოთ ჰუმანიტარული კატასტროფები. მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავლადაა გახსნილი ფრონტის ხაზები. დაე, დადუმდეს იარაღი! დაე, შესმენილ იქნას უამრავი ადამიანის, ჩვენი ბავშვების ღაღადი მშვიდობისათვის. ომი არ არის პრობლემების მოგვარების საშუალება, არამედ თესავს სიკვდილსა და განადგურებას, აძლიერებს სიძულვილს ამრავლებს შურისძიებას. ომი ხაზს უსვამს და შლის მომავალს. მორწმუნეებს მოვუწოდებ ამ კონფლიქტში მხოლოდ ერთი, მშვიდობის მხარე დაიჭირონ. ეს უნდა მოხდეს არა სიტყვებით, არამედ ლოცვებითა და თავის სრულად მიძღვნით.
ამაზე ფიქრისას, გადავწყვიტე, რომ 27 ოქტომბერი ლოცვისა და მარხვის დღედ გამოვაცხადო. რისკენაც მოვუწოდებ ყველას, სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაციებიდან; სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელს და ყველა მათ, ვისთვისაც ძვირფასია მშვიდობის საქმე მთელს მსოფლიოში.
დღეს, მოვუწოდებ ყველა ადგილობრივ ეკლესიას ჩაერთონ აღნიშნული ინიციატივის მომზადების პროცესში, ღვთის ხალხთან ერთად”, - განაცხადა პაპმა.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comentários