47 საერთაშორისო ვიზიტი, 4 სინოდი, 939 წმინდანი – პაპ ფრანცისკეს პონტიფიკატობის პერიოდი
- catholic.ge
- 4 hours ago
- 1 min read

12 წლიანი პონტიფიკატობის პერიოდში, პაპმა ფრანცისკემ მთლიანობაში 47 საერთაშორისო ვიზიტი განახორციელა:
აფრიკის – 10, აზიის – 22, ევროპის – 23, კავკასიის რეგიონის – 3 და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის – 12 ქვეყანაში.
ჯამში მან 469 770 კილომეტრი გაიარა, რაც მთვარეზე მოგზაურობის ეკვივალენტურია.
პაპმა ფრანცისკემ გამოაცხადა საგანგებო იუბილე - გულმოწყალების საიუბილეო წელი, რომელიც ერთ-ერთი მოგზაურობისას დაიწყო.
იგი ხელმძღვანელობდა კიდევ ერთ, 2025 საიუბილეო წელიწადის დაწყებას, რომელიც იმედს მიეძღვნა. მანვე გამართა 4 სინოდი.
პაპმა ფრანცისკემ ასევე გამოსცა რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის ოთხი ენციკლიკა, ერთი პაპ ბენედიქტე XVI-სთან ერთად და შვიდი სამოციქულო შეგონება. კარდინალთა საბჭოსთან ერთად, პაპმა ჩაატარა კურიის რეფორმა, მიიღო ახალი სამოციქულო კონსტიტუცია, Praedicate Evangelium.
მის მიერ იქნა დადგენილი ხმის უფლების მქონე კარდინალთა თითქმის 80%.
ფრანცისკე იმ პაპებს შორის ერთ-ერთი იყო, რომლებმაც ძალიან ბევრი ადამიანის კანონიზაცია მოახდინეს. პაპ ფრანცისკეს პონტიფიკატობის პერიოდში წმინდანად 939 ადამიანი შეირაცხა. ყველაზე დიდი რაოდენობა, 812 ადამიანი იყო ოტრანტოს მოწამეები, რომლებიც XV საუკუნის ბოლოს იტალიის სანაპიროზე, თურქების დარბევის დროს მოწამეობრივად აღესრულნენ.
ასევე პაპი ფრანცისკე გახდა პირველი პაპი, რომელმაც ვატიკანის ერთ-ერთი უწყების ხელმძღვანელად ქალი დანიშნა – მონაზონი სიმონა ბრამბილა, რელიგიის საქმეთა დიკასტერიის პრეფექტი.
მონაცემები შეგროვებულია Rome Reports - ის მიერ.
შოთა გიქოშვილი
Comments