24 იანვარს კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს წმიდა ფრანცისკე დე სალის, რომელიც კათოლიკური საინფორმაციო საშუალებებისა და ჟურნალისტების მფარველია. გთავაზობთ 10 წესს, რომელიც კათოლიკე ჟურნალისტებს ახასიათებს, თუმცა ეს წესები ყველა ჟურნალისტზე ვრცელდება.
დღეს უამრავი გამოცემაა, რომლებიც საკუთარ თავს მედია საშუალებას უწოდებს, იმიტომ, რომ ამ ეპოქაში, საინფორმაციო საშუალების ნაწილად გახდომა რთული არ არის. ვინაიდან, დღეს ჟურნალისტიკას ბლოგერობაში ურევენ, ხოლო ბლოგერობას ჟურნალისტიკაში. დღეისათვის სულაც არ არის საჭირო ბიზნეს გეგმა ან რეალური ინვესტიცია იმისთვის, რომ საინფორმაციო საშუალება გქონდეს.
სინამდვილეში, ყველაფერი, რასაც დღეს ვკითხულობთ არ არის ღირებული და ყველა, ვინც წერს, არ არის ჟურნალისტი, რადგან ჟურნალისტობა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ ახალი ამბების წერაა. ყველა, ვინც ჟურნალისტი ხდება, არ ცხოვრობს თავისი პროფესიით.
შევხედოთ წმიდა ფრანცისკე სალელის მაგალითს, რომლის, როგორც ჟურნალისტიკის მფარველი წმინდანის დღეს ვიხსენიებთ და ვაცნობიერებთ, რომ კათოლიკური ჟურნალისტიკის უმთავრესი მოდელი “ევანგელიზაცია” უნდა იყოს.
წმიდა ფრანცისკე დე სალი გამოცხადდა ყველა მათ მფარველ წმინდანად, რომლებიც გამოსცემენ ჟურნალ - გაზეთებს, ან სხვა ტიპის ნაშრომებს, ილუსტრაციებს, რომლებიც პროპაგანდას უწევენ და იცავენ ქრისტიანულ სწავლებას. როგორც წერდა პაპი პიუს XII - ის, წმინდანისადმი მიძღვნილ ენციკლიკაში “Rerum Omnium pertrubationem” – “და ის ასეთი გახდა სწორედ ანტი ლიტერამდელი თავისუფალი პრესის, იმ პატარა გაზეთების წყალობით, რომლებსაც ავრცელებდა ქრისტიანული რწმენის მარტივი სიტყვებით ასახსნელად”.
არსებობს გარკვეული მახასიათებლები, რაც კათოლიკე ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს. ეს არის "კათოლიკური" მახასიათებლები, რომლებიც გამოიყენება ყოველთვის და ყველგან.
1. კათოლიკე ჟურნალისტი ცდილობს ღრმად შევიდეს საკითხში, მას არ შეუძლია უბრალოდ გადმოსცეს ახალი ამბავი, მან უნდა უნდა დაურთოს განმარტებაც. მან ასევე უნდა გაითვალისწინოს ის ადამიანები, რომლებსაც შეხება აქვთ ამ საკითხთან: არ განსაჯოს, არ გაამართლოს, არ განიხილოს...
2. კათოლიკე ჟურნალისტი უნდა იყო თავმდაბალი. მან ცენტრში უნდა დააყენოს სხვა ადამიანი, რაც გამოხატავს სიყვარულს იმ ადამიანის მიმართ, ვინც მის წინ ზის ან ვის შესახებაც იგი საუბრობს (ან წერს). გიყვარდეს - არ ნიშნავს გაამართლო, არამედ ნიშნავს გაუგო. ხოლო გაგება საკმარისი არ არის, თუ თავად არ აძლევ სხვას უფლებას შენც გაგიგოს.
3. კათოლიკე ჟურნალისტი თვალს ადევნებს თავისი შრომის ხარისხს, რაც მეტყველებს მასზე. ის არ ეწინააღმდეგება სხვებს და არ აკრიტიკებს სხვის შრომას. მისი უმთავრესი ორიენტირი არის ქრისტიანული სინდისი. ის ყურს უგდეს კრიტიკას და იღებს მას. ის არ აკრიტიკებს არგუმენტის გარეშე და არასდროს ეხება პირადს.
4. კათოლიკე ჟურნალისტი აღიარებს შეცდომას, როგორც საკუთარი, ისე სხვების მიზეზით. მას ესმის, როდის უნდა განიხილონ შემთხვევა, კონკრეტულ კონტექსტში და როდის ატარებს ის მუდმივ ხასიათს.
5. კათოლიკე ჟურნალისტს უყვარს ეკლესია, ეს ნიშნავს, რომ იგი არ განუდგება მას, მაშინაც კი, თუ იმის გაშუქება უწევს, რაც მორწმუნეებს არ მოსწონთ. იგი ამას აკეთებს არა ჩვეულების გამო, არამედ სიმართლისადმი სიყვარულის გამო. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ კათოლიკე ჟურნალისტი მოწოდებულია შეეცადოს შეიცნოს და განმარტოს ეკლესია.
6. კათოლიკე ჟურნალისტი არ იგონებს ფაქტებს. ის საუბრობს რეალობაზე. ის არ ცდილობს შეცვალოს თვალსაზრისი, არამედ ცდილობს არსებული თვალსაზრისების გადმოცემას.
7. კათოლიკე ჟურნალისტი გამოდის თავისი შეზღუდული უფლებებიდან, იქიდან, რაც რეალურად არ არსებობს ობიექტურ ჟურნალისტიკაში. ჟურნალისტიკა არის რეპორტაჟი, ხოლო რეპორტაჟი ყოველთვის თვალსაზრისია. ის გვაბრუნებს პირველ პუნქტთან – ყოველთვის გასათვალისწინებელია შეცდომების შესაძლებლობა.
8. კათოლიკე ჟურნალისტი მუშაობს ენაზე, ცდილობს ის იყოს ზუსტი, ფრთხილი თანამოსაუბრესთან და პატივს სცემდეს სიუჟეტს.
9. კათოლიკე ჟურნალისტი არ არის აქტივისტი. ის არ ატარებს კამპანიას. ის არ არის იდეოლოგი. ის არ აჯანყებს ხალხს.
10. კათოლიკე ჟურნალისტმა იცის, რომ კათოლიკედ ყოფნა გრძელი, მიხვეულ-მოხვეული, რთული გზაა. ის არ არის მორალისტი, რადგან იცის, რომ არავინ არის თავისუფალი ცოდვისგან.
ამ ათმა მახასიათებელმა შეიძლება მიგვიყვანოს ევანგელიზაციამდე ინფორმაციის გავრცელების მეშვეობით.
ინფორმაციის სწრაფად გავრცელების ეპოქაში, ნამდვილი რევოლუცია მდგომარეობს ანალიტიკურ სამუშაოებში, არა ხმამაღალ, არა ოპოზიციურ, არამედ ჭეშმარიტების გადმოცემის შესაძლებლობების დანახვაში, ნებისმიერ სიტუაციაში. ჟურნალისტიკა ასევე კულტურაა.
შოთა გიქოშვილი
Opmerkingen